weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

2017 წელს ცხვრის ხორცის ექსპორტი 7-ჯერ გაიზარდა – სურსათის ეროვნული სააგენტო

13:44 ოთხშაბათი, 24 იანვარი 2018

2017 წელს საქართველოდან ცხვრის ექსპორტი ორჯერ, დაკლული ხორცის ექსპორტი კი 7-ჯერ გაიზარდა, - ამის შესახებ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს. მათი ცნობით, გატარებული ვეტერინარული ღონისძიებების შედეგად გასულ წელს 361 711 დაკლული ცხვრის ხორცია ექსპორტირებული, რაც წინა წლის მაჩვენებლს 50 709-ით აღემატება.

„2017 წელსაც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ განახორციელა მნიშვნელოვანი ვეტერინარული ღონისძიებები, მათ შორის პროფილაქტიკური ვაქცინაცია სხვადასხვა დაავადებების საწინააღმდეგოდ, ასევე ნიმუშების აღება და მათი ლაბორატორიული კვლევა. შედეგად ქვეყანაში შენარჩუნდა სტაბილური ეპიზოოტიური კეთილსაიმედოობა, კერძოდ მნიშვნელოვნად არის შემცირებული სხვადასხვა ზოონოზური დაავადებების გამოვლინების მაჩვენებელი, როგორც ცხოველებში, შესაბამისად ადამიანებშიც. სააგენტოს მიერ გატარებული ღონისძიებების შედეგად მსოფლიო ბაზარზე გაიზარდა მოთხოვნა ქართულ პროდუქციაზე. კერძოდ, 2-ჯერ არის გაზრდილი ცხვრის ექსპორტი საქართველოდან. მათ შორის მნიშვენლოვნად მოიმატა ხორცის ექსპორტმა, რაც იმას ნიშნავს რომ ადგილზე შეიქმნა დამატებითი ღირებულება და მეტი შემოსავალი მიიღო ქვეყანამ“, - განაცხადა სურსათის ეროვნული სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსმა ლაშა ავალიანმა.  

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვისა და ქვეყნის კეთილსაიმედოობისთვის ინფრასტრუქტურული პროექტები განხორციელდა. 2017 წელს, კახეთის რეგიონში სიღნაღის, დედოფლისწყაროს და თელავის მუნიციპალიტეტებში ცხოველთა გადასარეკ ტრასაზე აშენდა და ამოქმედდა 3 ვეტერინარული ზედამხედველობის პუნქტი. მათი ჩათვლით ქვეყნის მასშტაბით სულ ფუნქციონირებს 5 პუნქტი (2 ქვემო ქართლის რეგიონში, რუსთავის და მარნეულის მუნიციპალიტეტებში), სადაც ცხოველების გადარეკვაზე ვეტერინარული ზედამხედველობა და პარაზიტების საწინააღმდეგოდ მათი უფასოდ დამუშავება ხდება. 2017 წელს დამუშავდა 6 844 მსხვილფეხა და 368 755 წვრილფეხა პირუტყვი.

2017 წელს ცხოველთა იდენტიფიკაცია რეგისტრაციის პროგრამის ფარგლებში იდენტიფიცირებულია 311 758 სული მსხვილფეხა და 95 957 წვრილფეხა პირუტყვი. მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში რეგისტრირებულია 432 305 მსხვილფეხა, 109 333 წვრილფეხა პირუტყვი და 62 845 სადგომი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]