weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სილქნეტი ჯეოსელს 153 მილიონ დოლარად ყიდულობს

13:59 პარასკევი, 26 იანვარი 2018

კომპანია „სილქნეტი“ „ჯეოსელს“ 153 მილიონ აშშ დოლარად ყიდულობს. „სილქნეტის“ განცხადებით, „ჯეოსელის“ აქციონერებთან „თელია სონერასა“ და „თურქსელთან“ შეთანხმება მიღწეულია. საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხრიდან თანხმობის მიღების შემდეგ „ჯეოსელის“ შესყიდვა 2018 წლის პირველ ნახევარში დასრულდება.

„სილქნეტის“ განცხადებით, კომპანიების გაერთიანება ქართველ მომხმარებელს საშუალებას მისცემს მიიღოს ინტერნეტი, საკაბელო ტელევიზია, მობილური და ფიქსირებული სატელეფონო მომსახურების კომბინირებული შეთავაზებები, „სილქნეტის“ ექსკლუზიურ კონტენტზე მობილური წვდომის ჩათვლით. 

„სილქნეტი“ 1997 წელს, გიორგი რამიშვილის მიერ დაარსებული „სილქ როუდ ჯგუფის“ კომპანიაა. „სილქ როუდ ჯგუფი“ მუშაობს კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხოლო საქართველოში წარმოდგენილია სხვადასხვა სექტორში, მათ შორის სატრანსპორტო, უძრავი ქონების, სასტუმრო ბიზნესის და სატელეკომუნიკაციო სექტორებში.

რაც შეეხება „ჯეოსელს“, კომპანია 1996 წელს დაარსდა და დღეს 2 მილიონამდე აბონენტი ჰყავს. კომპანიის დაფარვის ზონა საქართველოს დასახლებული ტერიტორიის 98%-ს მოიცავს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]