weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გამოცხადდა საგრანტო კონკურსი ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრები პირებისთვის

23:47 ორშაბათი, 05 თებერვალი 2018

აშშ საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტი ZRDA აცხადებს საგრანტო პროგრამას ახმეტის მუნიციპალიტეტში, პროექტის სამიზნე თემებში (ქალაქი ახმეტა, მატანი, საკობიანო, დუისი, ჯოყოლო, ხალაწანი, ზემო ალვანი, ქვემო ალვანი, ომალო) მცხოვრები პირებისთვის.

საგრანტო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს ზრდა პროექტის სამიზნე თემებში მოქმედ მეწარმეებს არსებული საქმიანობის გაფართოებაში/ხარისხის გაუმჯობესებაში, ხოლო დამწყებ მეწარმეებს არსებული ბიზნეს იდეის განხორციელებაში. არსებული და დამწყები მეწარმეები შეირჩევიან კონკურსის საფუძველზე წარდგენილი ბიზნეს იდეის და დასაბუთებული მდგრადობის შედეგად. აღნიშნულის გარდა, გრანტის მიმღებთათვის ზრდა პროექტი უზრუნველყოფს შესაბამის ტექნიკურ დახმარებას საგრანტო პროექტის განხორციელების პროცესში. 

საგრანტო პროგრამის ფარგლებში ზრდა პროექტი დააფინანსებს დაახლოებით 60 საგრანტო პროექტს.

საგრანტო კონკურსის ფარგლებში მიიღება განაცხადები შემდეგი სექტორებისათვის: სოფლის მეურნეობა (ბოსტნეულის, ხილის, კენკრის წარმოება ღია გრუნტზე/სათბურში, მეფუტკრეობა); ტურიზმის განვითარება (საოჯახო სასტუმროების მოწყობა, ტურისტული მარშუტების მომზადება, სარეკლამო მასალების ბუკლეტების/ფლაერების დაბეჭდვა, ვებ გევრდის დამზადება, ხელნაკეთი ნივთების დამზადება და სხვა ტურიზმთან დაკავშირებული ბიზნეს იდეა); სოფლის მეურნეობასა და ტურიზმთან დაკავშირებული მომსახურების მიწოდება (საკვები ობიექტების, ინტერნეტ კაფეს, საცხობის, ველოსიპედების მომსახურების მოწყობა და სხვა); სრულწლოვანი ახალგაზრდა მეწარმეების მიერ წარმოდგენილი ბიზნეს იდეა, რომელიც შეეხება ზემოთ ჩამოთვლის სექტორებს ან ბიზნეს იდეა, რომელიც ხელს შეუწყობს ახალგაზრდების ეკონომიკური განვითარების პროცესში ინტეგრირებას.

განაცხადები განიხილება ასევე იმ შემთხევაში, თუ ამ ჩამონათვალში არ არის მოცემული, მაგრამ ემსახურება ახმეტის მუნიციპალიტეტის აღნიშნულ თემებში სოფლის მეურნეობის და ტურიზმის სექტორების განვითარებას.

თითოეული საგრანტო პროექტის მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 4 000 ლარს, თუმცა განაცხადში შესაძლებელია ნაკლები თანხის მოთხოვნა. საგრანტო პროექტში მონაწილეობისთვის აუცილებელია თანამონაწილეობა, რაც განსაზღვრულია საგრანტო პროექტის მთლიანი ბიუჯეტის მინიმუმ 35%-ით. მეწარმის თანამონაწილეობა უნდა იყოს ფულადი სახით. 

დაინტერესებულმა პირებმა საგრანტო განაცხადი უნდა წარადგინონ ქართულ ენაზე, არა უგვიანეს 5 მარტისა (17:00 საათი) შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: ელ-ფოსტის ეს მისამართი დაცულია სპამ-ბოტებისგან. ნახვისთვის უნდა გქონდეთ ჩართული JavaScript. განაცხადის წარდგენა ასევე შესაძლებელია ზრდა პროექტის ახმეტის რეგიონულ ოფისში შემდეგ მისამართზე: ქ. ახმეტა, ლესელიძის ქუჩა N36, მეორე სართული.

სამიზნე თემებისთვის გაიმართება საინფორმაციო შეხვედრები:

ქალაქ ახმეტის საბავშვო ბიბლიოთეკა (ახმეტის კლუბი) 13 თებერვალს 13:00 საათზე; დუისის საზოგადოებრივ ცენტრი (ყვარელწყალი) 14 თებერვალს 10:00 საათზე; ქვემო ალვანის ადმინისტრაციული ერთეულის შენობა 14 თებერვალს 13:00 საათზე.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]