weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საფრანგეთის ქალაქებში ქვევრის ღვინო წარადგინეს

13:05 სამშაბათი, 06 თებერვალი 2018

საფრანგეთის რამდენიმე ქალაქში ღვინის პროფესიონალები, მედიისა და ბიზნესის წარმომადგენლები ქვევრის ღვინოსა და ქართული ღვინის კულტურას გაეცნენ. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ქვევრის ღვინის მწარმოებლები მონაწილეობდნენ ბუნებრივი ღვინოების გამოფენებში - ქალაქ ანჟეში „Les Penitentes“-ში და ქალაქ სომურში „La Dive Boutteille“-ში.

„La Dive Boutteille“ ყველაზე დიდი და პოპულარული ნატურალური ღვინის გამოფენაა საფრანგეთში, რომელსაცცნობილი ფრანგი მეღვინეები მასპინძლობენ. გამოფენა იზიდავს ღვინის იმპორტიორებსა და პროფესიონალებს სხვადასხვა ქვეყნიდან, რომლებიც სპეციალიზირებულები არიან ნატურალურ ღვინოებში.

„Les Penitentes“-ში ტრადიციულად  მსოფლიოში ყველაზე ცნობილი „ნატურალური“ ღვინის მწარმოებლები მონაწილეობენ. წელს ქართულ სტენდს მსოფლიოში ცნობილი ღვინის ექსპერტი და ღვინის საერთაშორისო მაგისტრი იზაბელ ლეჟერონი ეწვია.

„Les Penitentes“ და „La Dive Boutteille“ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ასობით მეღვინე მონაწილეობდა. წელს ქართული ღვინო მერვედ იყო წარმოდგენილი. სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ დაეგემოვნებინათ შემდეგი კომპანიების ღვინოები: „იაგოს ღვინო“, „მანდილი“, „ხოხბის ცრემლები“, „მარანი ლაგაზი“, „გოგო ვაინი/ართანული ღვინო“, „კორტავების მარანი“, „რამაზ ნიკოლაძის მარანი“, „ოქროს ღვინო“.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანეის, გიორგი სამანიშვილის განცხადებით, მსგავს ღონისძიებებში ქართული ღვინის წარდგენით იზრდება შესაძლებლობა, რომ საქართველო სულ უფრო მეტმა ადამიანმა გაიცნოს როგორც ღვინის მწარმოებელი ქვეყანა. ამ გამოფენებზე ქართულ ღვინოს არა მარტო ფრანგები, ასევე სხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც ეცნობიან, ამიტომ დიდი მნიშვნელობა ენიჭება ქართული ღვინის რეკლამას და მის მაქსიმალურად წარმოდგენას ყველა მსგავს გამოფენაზე.

გამოფენების დასრულების შემდეგ, ქართული ღვინის დეგუსტაცია ამ დღეებში გაიმართება ნანტში, რენიში და ლორიანში სპეციალიზირებულ ღვინის მაღაზიებსა და ბარებში. მეღვინეობით სახელგანთქმულ ისეთ ქვეყანაში, როგორიც საფრანგეთია, 2017 წელს საქართველოდან  100 ათასამდე ბოთლი ღვინო იყო ექსპორტირებული, რაც 178%-ით მეტია 2016 წლის ანალოგიურ მაჩვენებელზე. საფრანგეთში ექსპორტის ძირითადი წილი სწორედ ქვევრის ღვინოზე მოდის.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]