ოქტომბერი 19, 2018
weather cur airplane horoscope tv

თუშეთში 43 ნომრიანი სასტუმრო „სამზეო“ შემოდგომაზე გაიხსნება

18:16 - 09 თებერვალი 2018 hits 1008

თუშეთში, სოფელ ომალოში 43 ნომრიანი სასტუმრო „სამზეო“ 2018 წლის შემოდგომაზე გაიხსნება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, სასტუმროში განთავსდება პრემიუმ კლასის რესტორანი, საუნა, სპა, ლაუნჯი და ამასთან, ნებისმიერ დამსვენებელს თუ ტურისტს საშუალება ექნება ისარგებლოს საკონფერენციო მომსახურებით.

სამინისტროს ცნობით, პირველ ეტაპზე სასტუმრო 50-მდე ადამიანს დაასაქმებს. შპს „სამზეო“ საერთაშორისო ბრენდის „Preferred Hotels&Resorts“ წევრი იქნება. აღნიშნული ქსელი მსოფლიოს 85 ქვეყანაში 650 სასტუმროს აერთიანებს.

2018 წლის იანვრის თვის მონაცემებით პროგრამის „აწარმოე საქართველოში“, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების ფარგლებში მხარდაჭერილია 38 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 110 მილონ ლარზე მეტია. მთავრობის გათვლებით, აღნიშნული სასტუმროები შექმნიან დამატებით 1174 ოთახს და 1200-ზე მეტ სამუშაო ადგილს.

სასტუმრო „სამზეო“ ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის საკუთრებაა.

 

ამ თემაზე:

თუშეთში ლაშა პაპაშვილის სასტუმროში კანალიზაციის მოწყობას ბიუჯეტი დააფინანსებს

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

მხარდამჭერები

Reginfo.ge შეიქმნა ფონდ "ღია საზოგადოება საქართველოს" (OSGF) მხარდაჭერით. 

გამოცემა არ გამოხატავს დონორების პოზიციას.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]