სამინისტროს ცნობით, პირველ ეტაპზე სასტუმრო 50-მდე ადამიანს დაასაქმებს. შპს „სამზეო“ საერთაშორისო ბრენდის „Preferred Hotels&Resorts“ წევრი იქნება. აღნიშნული ქსელი მსოფლიოს 85 ქვეყანაში 650 სასტუმროს აერთიანებს.
2018 წლის იანვრის თვის მონაცემებით პროგრამის „აწარმოე საქართველოში“, სასტუმრო ინდუსტრიის განვითარების ფარგლებში მხარდაჭერილია 38 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 110 მილონ ლარზე მეტია. მთავრობის გათვლებით, აღნიშნული სასტუმროები შექმნიან დამატებით 1174 ოთახს და 1200-ზე მეტ სამუშაო ადგილს.
სასტუმრო „სამზეო“ ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის საკუთრებაა.
ამ თემაზე:
თუშეთში ლაშა პაპაშვილის სასტუმროში კანალიზაციის მოწყობას ბიუჯეტი დააფინანსებს