weather cur horoscope tv
დეკემბერი 28, 2024

საქართველო მეთევზეობის სექტორის გასაძლიერებლად FAO-ს მხარდაჭერას მიიღებს

14:50 კვირა, 18 თებერვალი 2018

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO) საქართველოს მეთევზეობის სექტორისა და აკვაკულტურის განვითარებაში დაეხმარება. ტექნიკური დახმარების პროექტი გულისხმობს მონაცემთა შეგროვების გაუმჯობესებას, წყალქვეშა რესურსების მდგრად გამოყენებას, სპეციალისტთა გადამზადებას, ასევე, კონტროლისა და მონიტორინგის სისტემების დანერგვას.

„საქართველო ამჟამად აქტიურად მუშაობს პროგრამაზე, რომელიც ქვეყანაში მეთევზეობის სექტორსა და აკვაკულტურას დაარეგულირებს. ამ პროგრამის შემუშავებაში საქართველოსთვის მნიშვნელოვანია FAO-სგან მიღებული მხარდაჭერა. შავ ზღვას უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია თევზჭერისა და აკვაკულტურის კუთხით და საჭიროა ამ რესურსების საფუძვლიანად ათვისება“, - განაცხადა საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობისმინისტრმა ლევან დავითაშვილმა.

„ჩვენ უკვე დიდი ხანია ვთანამშრომლობთ საქართველოს მთავრობასთან სოფლის მეურნეობის, კლიმატის ცვლილებისა თუ სურსათის უვნებლობის გაუმჯობესების კუთხით. ამჯერად აქცენტს გავაკეთებთ მდგრადი განვითარების მე-14 გლობალურ მიზანზე - წყალქვეშა რესურსების მდგრად გამოყენებაზე, რომლის მისაღწევად FAO დახმარებას უწევს ქვეყნებს არალეგალური, უნებართვო და არარეგულირებადი თევზჭერის აღმოფხვრაში“, - აღნიშნა FAO-ს გენერალური დირექტორის მოადგილე მარია ჰელენა სემედომ.

ტექნიკური დახმარების პროექტს ხმელთაშუაზღვის მეთევზეობის კომისია განახორციელებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]