weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

18–მდე პროექტი მუშავდება, რომლითაც რეგიონებში სოფლის მეურნეობა განვითარდება – საგანელიძე

11:29 ოთხშაბათი, 21 თებერვალი 2018

„საპარტნიორო ფონდის“ დირექტორის, დავით საგანელიძის განცხადებით, ფონდში 18–მდე პროექტი მუშავდება, რომლითაც რეგიონებში, მათ შორის მთაში, სოფლის მეურნეობის და წარმოების განვითარება მოხდება.

„პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ საგანელიძემ აღნიშნა, რომ უახლოეს მომავალში საპარტნიორო ფონდი გამოიტანს ე.წ. თაროს, სადაც ქრთველი და უცხოელი ინვესტორებისთვის მზა ბიზნესპროექტები იქნება წარმოდგენილი.

„ვიტყვით, რომ აი ბიზნესი, სადაც თანხის 49 %-ს ჩვენ ვდებთ. ვის გაქვთ ბიზნესში შემოსვლის სურვილი და უკეთესი პირობა – აიღოთ 51% და დაიწყოთ ეს ბიზნესი.

ეს მოგვცემს საშუალებას, ისეთ რეგიონებში, სადაც ფაქტობრივად ბიზნესი მინავლებულია და თანხები არ შედის, ამის გამო ასეთი რაიონებიდან მიგრაცია ხდება, განსაკუთრებით მაღალმთაში, იქ წარმოება გავაცოცხლოთ. დავასაქმოთ ხალხი და გავაკეთოთ მოსახლეობის უკუდინება, გავაცოცხლოთ სოფელი თუ მთა. ასე, რომ ამ მიმართულებით ჩვენ სერიოზული სამუშაოები გავაკეთეთ.

18–მდე ასეთი პროექტი დამუშავების სტადიაშია და ნელ–ნელა, როცა მივალთ ფინიშზე, ამ პროექტებს გამოვამზეურებთ“, – აღნიშნა საგანელიძემ.

ასეთი პროექტებიდან დავით საგანელიძემ ხორბლის საბოლოო გადამუშავების, ზეთის საწარმოს, მარმარილოს საამქროს, თევზის გაშენების და ქართული ჯიშის ღორების გამრავლების პროექტები დაასახელა.

„საქართველოში ხორბლიდან საბოლოო პროდუქტის მიღება დღეს არ ხდება. ისევე როგორც ზეთებიდან. ერთ-ერთ ზეთის საწარმოს ალბათ რამოდენიმე თვეში გავხსნით და ნახავთ, რომ იქ არა მარტო ზეთი იწარმოება, არამედ ზეთის ნარჩენებისგან იწარმოება კიდევ რაღაც და სულ ბოლოს რჩება ნარჩენი საქონლის საკვებად. ეს არის მარმარილოს დამუშავება. რამდენი მარმარილოს საბადო გვაქვს და მანახეთ, სად მუშავდება მარმარილო. ეს რესურსი ჩაძინებულია და მკვდარია ქვეყანაში. ჩვენ როგორც მტკნარი წყლის, ისე ზღვის წყალზე თევზის გაშენების რამოდენიმე პროექტს ვამუშავებთ, ესპანელ და ისრაელელ პარტნიორებთან ერთად. არ მინდა გამომრჩეს ჩემთვის ძალიან საინტერესო პროექტი, როცა საქართველოში 56 ჯიშის ქართული ღორი მოვძებნეთ. რაიონებში დავდიოდით და სურათებს ვუღებდით, შემდეგ გენეტიკური ანალიზი კეთდებოდა. 56-დან საბოლოოდ 11 თუ 12 შეირჩა, საიდანაც სუფთა ქართული ჯიშის ღორების მომრავლებას დავიწყებთ, რომელიც თავისი მაჩვენებლებით ცნობილ ესპანურ „იბერიკოს“ უტოლდება. ალბათ, უსწრებს კიდეც, რადგან ჩვენი ესპანელი კოლეგები მთლად არ ამბობენ. აღფრთოვანებული არიან იმ შედეგით, რაც მიღებულია“, – აღნიშნა საგანელიძემ.

მისივე თქმით, რაჭული ლორის ყველაზე დიდი საწარმო რაჭაში აშენდება და მას გაზაფხულის ბოლოს გახსნიან. როგორც დავით საგანელიძემ განაცხადა, შემდგომ ეტაპზე, მსგავსი წარმოება 11 რეგიონში დაიწყება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]