ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, კვოტები გაიზარდა თაფლზე, ცოცხალ ცხვარზე და თხაზე, მსხვილფეხა რქოსან პირუტყვზე.
„მოლაპარაკების შედეგების შესაბამისად, ქართულ ბიზნესს მიეცემა შესაძლებლობა, 20 პროცენტით გაზარდოს ექსპორტი თურქეთის რესპუბლიკაში“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა.
ქართულ და თურქულ მხარეს შორის მოლაპარაკების საბოლოო რაუნდი თურქეთის დედაქალაქ ანკარაში გაიმართა. ქართულ დელეგაციას საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი ხელმძღვანელობდა, თურქეთის დელეგაციას კი ქვეყნის ეკონომიკის მინისტრი ნიჰათ ზეიბექჩი.