weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

GITA სტარტაპერებისთვის საგრანტო კონკურსს აცხადებს

10:50 ოთხშაბათი, 28 თებერვალი 2018

საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ (GITA), მსოფლიო ბანკის პროექტის „ეროვნული ინოვაციების ეკოსისტემის“ (GENIE) ფარგლებში, თანადაფინანსების გრანტების პროგრამა გამოაცხადა.

პროგრამის მიზანია საქართველოში საერთაშორისო პოტენციალის მქონე ინოვაციური პროდუქტების და მომსახურების შემუშავება-ათვისების და კომერციალიზაციის გზით ინოვაციების და ინოვაციური საწარმოების წარმოქმნის სტიმულირება.

GENIE პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია თანადაფინანსების გრანტები სტარტაპებისთვის. გრანტი გაიცემა დამწყები/ორ წლამდე კერძო, მცირე საწარმოებისთვის. საგრანტო კონკურსის მთლიანი ბიუჯეტი ორი მილიონი ლარია.

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში დაფინანსდება ტექნოლოგიაზე დაფუძნებული მაქსიმუმ ერთწლიანი პროექტები. მოთხოვნილი თანხა არ უნდა აღემატებოდეს 100 000 ლარს. პროექტის ბიუჯეტის მინიმუმ 10 % განმცხადებლის მიერ ნაღდი ფულით უნდა იქნას უზრუნველყოფილი.

საგრანტო პროგრამაში მონაწილეობის მსურველებმა განაცხადი უნდა წარადგინონ ვებგვერდის www.grants.gov.ge-ის გამოყენებით. თითოეული განაცხადი გადის სამეტაპიან შემოწმებას. თავდაპირველად შემოწმდება განაცხადების შესაბამისობა დასაშვებობის კრიტერიუმებთან. იმ შემთხვევაში თუ განაცხადი გადალახავს დასაშვებობის კრიტერიუმებს, მას შეამოწმებს ორი საერთაშორისო დამოუკიდებელი ექსპერტი, რომლებიც ფინალისტებს გამოავლენენ. შემდგომში ინოვაციების სააგენტოს მიერ მოხდება ფინალისტების დატრენინგება საბოლოო პრეზენტაციებისთვის, რომელიც ინვესტორთა საბჭოს წინაშე გაიმართება. განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 6 აპრილი.

თანადაფინანსების გრანტების პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია საინფორმაციო დღეები თბილისსა და რეგიონებში, სადაც დაინტერესებულ პირებს პროგრამის შესახებ ინფორმაციას მიაწვდიან.

საინფორმაციო შეხვედრა თელავში გაიმართება 28 თებერვალს, 12:00 საათზე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში; გორში 1-ელ მარტს, 12:00 საათზე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში; ახალციხეში- 2 მარტს, 13:00 საათზე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში; ქუთაისში - 5 მარტს, 14:00 საათზე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში; ზუგდიდში - 6 მარტს, 11:00 საათზე, ზუგდიდის ტექნოპარკში; ოზურგეთში - 6 მარტს, 15:30 საათზე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში; ბათუმში - 7 მარტს, 12:00 საათზე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]