საერთაშორისო მოგზაურებიდან, დაცულ ტერიტორიებს ყველაზე მეტი ვიზიტორი გერმანიიდან, გაერთიანებული საემიროებიდან, ინდოეთიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან ესტუმრა.
2018 წლის 2 თვის მონაცემებთ, ტოპ 5 ყველაზე მონახულებადი დაცული ტერიტორია ასე გამოიყურება: თბილსის ეროვნული პარკი, ყაზბეგის ეროვნულ პარკი, პრომეთეს მღვიმე, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკი, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიები.
სტატისტიკური მონაცემებით, 2017 წელს დაცულ ტერიტორიებს 954 397 ვიზიტორი ეწვია, რაც 2016 წელთან შედარებით 30%-ით მეტია. 2017 წელს ვიზიტორთა 57% ქართველი იყო, 43% კი უცხოელი.
გასულ წელს ყველაზე მეტი ვიზიტორი ეწვია პრომეთეს მღვიმეს - 163 941; მარტვილის კანიონს - 147 374; ყაზბეგის ეროვნულ პარკს - 154 085; სათაფლიას - 85 526; ოკაცეს კანიონს - 73 113.
2017 წელს ვიზიტორების რაოდენობა ყველაზე მეტად გაიზარდა შემდეგ დაცულ ტერიტორიებზე: მაჭახელას ეროვნული პარკი - ზრდა 147%; მარტვილის კანიონი - ზრდა 136%; ალგეთის ეროვნული პარკი - ზრდა 74%; თბილისის ეროვნული პარკი- ზრდა 47%; მტირალას ეროვნული პარკი - ზრდა - 41%; ოკაცეს კანიონი - ზრდა - 40%; პრომეთეს მღვიმე - ზრდა - 19%.