weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

იანვარ-თებერვალში ღვინის ექსპორტი 23%-ით გაიზარდა

14:43 ორშაბათი, 05 მარტი 2018

ღვინის ეროვნული სააგენტოს მონაცემებით, 2018 წლის იანვარ-თებერვალში, საქართველოდან მსოფლიოს 38 ქვეყანაში 10,8 მილიონი ბოთლი ღვინის (0,75 ლ) ექსპორტი განხორციელდა, რაც 23%-ით აღემატება 2017 წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს. სულ ექსპორტირებულია 24,3 მილიონ აშშ დოლარამდე ღირებულების ღვინო, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 18% შეადგინა.

ექსპორტის მატება აღსანიშნავია შემდეგ ქვეყნებში: იაპონია - 213% (44 292), დიდი ბრიტანეთი - 137% (36 108), ესტონეთი - 75% ( 88 326), ისრაელი - 58% (31 272), ლატვია - 43% (262 110), პოლონეთი - 41% (441 202), ნიდერლანდები - 32% (13 491), რუსეთი - 30% (7 425 286), ყაზახეთი - 29% (501 282), გერმანია - 27% (109 834), უკრაინა - 13%(972 976), საფრანგეთი - 9% (14 036) და სხვა.

ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულშია რუსეთი (7 425 286), უკრაინა (972 976), ჩინეთი (559 168), ყაზახეთი (501 282) და პოლონეთი (441 202).

საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 109 კომპანიამ განახორციელა. ამასთან, იანვარ-თებერვალში ექსპორტირებულია 2,2 მილიონი ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი და 29,8 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]