weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელად სერგი გვარჯალაძე დაინიშნა

11:46 ოთხშაბათი, 07 მარტი 2018

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარების პროექტის ხელმძღვანელად ტელეპროდიუსერი და მუსიკოსი სერგი გვარჯალაძე დანიშნა. როგორც კახა კალაძემ განაცხადა, სერგი გვარჯალაძე გამოცდილი მენეჯერია.

„ყველასათვის კარგად ნაცნობი, ტელეპროდიუსერი, მუსიკოსი და გამოცდილი მენეჯერი სერგი გვარჯალაძე ჩაუდგება ამ პროექტს სათავეში. მინდა სერგის წარმატებები ვუსურვო და დარწმუნებული ვარ, ჩვენ ერთიანი ძალისხმევით მნიშვნელოვან საქმეს გავაკეთებთ ჩვენი ქალაქისთვის ამ პროექტის განხორციელების თვალსაზრისით“, – განაცხადა კალაძემ.

თბილისის მერის თქმით, ღამის ეკონომიკის განვითარება მნიშვნელოვანი მიმართულებაა, რომელიც ხელს შეუწყობს სამუშაო ადგილების შექმნას.

„ბევრ თანამედროვე ქვეყანაში ძალიან კარგად არის განვითარებული ეს მიმართულება და მგონია, რომ თბილისშიც უნდა დაეთმოს ამას ყურადღება. ეს ხელს უწყობს მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. კონცენტრაცია არ უნდა იყოს მხოლოდ ცენტრალურ უბნებზე და ცენტრალურ რაიონებზე. ამ პროექტის განხორციელების საშუალებით, ჩვენ შეგვიძლია გავიდეთ გარეუბნებშიც და გავაცოცხლოთ ისეთი უბნებიც, სადაც ჯერ არ არის ისეთი მდგომარეობა, როგორიც თითოეულ ჩვენგანს გვინდა“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

თბილისის ღამის ეკონომიკის განვითარება კალაძის ერთ-ერთი წინასაარჩევნო დაპირება იყო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]