weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

ცემენტის 25 ნიმუშიდან თოთხმეტმა ტესტირება ვერ გაიარა

12:44 ხუთშაბათი, 08 მარტი 2018

საქართველოს ცემენტის ასოციაციის ინფორმაციით, ცემენტის ბაზარზე ხელმისაწვდომი შეფუთული ცემენტის სამი ფარული ტესტირება ჩატარდა, ოცდახუთი შემოწმებული ნიმუშიდან თოთხმეტმა სტანდარტებით გათვალისწინებული მოთხოვნები ვერ დააკმაყოფილა, სამმა კი მინიმალურად დასაშვები ხარისხი აჩვენა.

ასოციაციაში განმარტავენ, რომ ევროპული სტანდარტის (EN 197-:2011) მოთხოვნების თანახმად, სამშენებლო სარემონტო სამუშაოებისთვის ვარგისი ცემენტის სიმტკიცე კუმშვაზე უნდა აღემატებოდეს 32.5 MPA-ს. ამ კრიტერიუმის გათვალისწინებით 2017 წლის აპრილში გამოცდილი 25 სხვადასხვა ცემენტიდან მხოლოდ რვა აკმაყოფილებს სტანდარტებით წაყენებულ მოთხოვნებს.

2017 წლის აგვისტოში გამოცდილი 27 სხვადასხვა ცემენტიდან კი მხოლოდ ოთხი აკმაყოფილებს სტანდარტებით წაყენებულ მოთხოვნებს. აღმოჩნდა, რომ ხარისხიანი ცემენტის დამზადებისთვის აუცილებელი საბაზისო კომპონენტების ნაცვლად გამოყენებული იყო იაფი და უვარგისი მასალები.

საქართველოს ბაზარზე ფალსიფიცირებული ცემენტის წილის 20 %-მდე ზრდამ ცხადყო, რომ მწარმოებლები ცდილობენ, მაქსიმალურად გაზარდონ თავიანთი შემოსავალი მომხმარებლის ხარჯზე.

გასულ წელს დაახლოებით 300 000 ტონა დაბალი ხარისხის ცემენტი გაიყიდა, რაც საერთო ბაზრის 13 %-ს შეადგენს.

2017 წლიდან საქართველოს ცემენტის ბაზარზე ხარისხის კონტროლის კოორდინაციას ახორციელებს ააიპ „საქართველოს ცემენტის ასოციაცია“. ასოციაციის მიზანია, ხელი შეუწყოს ქართველ მწარმოებლებს, ისეთი პროდუქტის წარმოებაში, რომელიც შეფუთვაზე მითითებულ სტანდარტს პასუხობს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]