„ბოლო წლებში ჩამოყალიბდა ისეთი პრაქტიკა, რომ ჩვენ ასეთ კომპენსაციებზე უნდა ვთქვათ უარი. ამის რესურსი სახელმწიფოს არ ექნება, ვერ ექნება და მეორე მხრივ, ეს ვერანაირად ვერ შეუწყობს ხელს სისტემური მიდგომების განვითარებას. სოფლის მეურნეობა ითვალისწინებს ასეთ რისკებს. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვცდილობთ, რომ სისტემური იყო ჩვენი მიდგომა და შესაბამისად განვითარდეს, უფრო დაიხვეწოს, უფრო მეტი იყოს მოცვა აგროდაზღვევის კუხით“, – აღნიშნა მინისტრმა. ვიდეომასალას PalitraTV ავრცელებს.
ბოლო ორი დღის განმავლობაში სეტყვამ კახეთის სოფლები მნიშვნელოვნად დააზარალა. გურჯაანის და ლაგოდეხის სოფლებში განადგურდა სიმინდის ნათესები, ბოსტნეული და ვენახები. ლაგოდეხში დაზარალებულებმა რამდენიმე წუთით ცენტრალური გზაც გადაკეტეს. აქციის მონაწილეებს ლაგოდეხის მაჟორიტარი დეპუტატი გურამ მაჭარაშვილი შეხვდა და მოსახლეობას ურჩია, აგროდაზღვევის პროგრამით ისარგებლონ. დაზარალებულები მთავრობისგან საბანკო კრედიტების გადავადებაში დახმარებას ითხოვენ.
სეტყვამ და ძლიერმა ნალექმა დააზარალა შიდა ქართლის, იმერეთის და სამეგრელოს რეგიონებიც.