weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

საერთაშორისო ზარების განხორციელებაზე ტარიფები შემცირდა

14:29 ორშაბათი, 22 მაისი 2017

კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საქართველოში შემომავალი საერთაშორისო ზარების  განხორციელებაზე ახალი ტარიფები დააწესა.

გადაწყვეტილების თანახმად, მობილური ქსელის მფლობელი ოპერატორისთვის საქართველოში შემომავალ საერთაშორისო ზარებზე ერთი წუთის ტარიფი 0.22 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში განისაზღვრა. სადენიანი (ფიქსირებული) ქსელის მფლობელი ოპერატორებისთვის კი ერთი წუთის ტარიფმა 0.12 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში შეადგინა.

აქამდე, საქართველოში შემომავალ ზარებზე მობილური ოპერატორებისთვის ერთი წუთის ტარიფი 0.25 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში იყო, ფიქსირებული ოპერატორებისთვის კი 0.16 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში.

საერთაშორისო ზარების  განხორციელებაზე ახალი ტარიფები ძალაში 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით იქნება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]