კაკო სისაურს ქვემო ომალოში კარტოფილი ერთ ჰექტარზე აქვს დათესილი და სეზონზე დაახლოებით 7-8 ტონა მოსავალს იღებს. მისი თქმით, მოწყობილობა მას სამუშაოს მნიშვნელოვნად უადვილებს.
„კარტოფილის ამოსაღები სათიბის რედუქტორისგან ავაწყე. წინ და უკან ე.წ. სეტკები დავუყენე, რომელიც მიწას ცრის და მხოლოდ კარტოფილი რჩება. კარტოფილის ამოსაღებად კი წინ დანის მსგავსი ნაწილი დავუმაგრე, რომელიც კარტოფილს მიწიდან ზემოთ ისე ყრის, რომ არ იჭრება. ეს ყველაფერი პატარა ტრაქტორზე დავამაგრე. დანას თუ მოვხსნი, მოწყობილობა ბალახის სათიბადაც გამოიყენება. ერთ ჰექტარზე მაქვს დათესილ კარტოფილს აქამდე ხელით ვიღებდი, რაც ენერგიასთან ერთად, დიდ დროს მოითხოვდა და კარტოფილის დიდი ნაწილიც ზიანდებოდა. ახლა ჩემ მოსავალსაც მარტივად დავაბინავებ და სხვებსაც დავეხმარები“,- უთხრა „რეგინფოს“ კაკო სისაურმა, რომელმაც გასულ წელს სარეცხი მანქანისგან კარტოფილის სათესი მოწყობილობაც შექმნა.