weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

წყალტუბოში ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია მიმდინარეობს

13:58 კვირა, 18 მარტი 2018

პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარგლებში შპს „რენეგეიდ თი“ იმერეთის რეგიონში, 16 ჰექტარზე ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას ახორციელებს. აღნიშნული კომპანია ამავე პროგრამის ფარგლებში, 15 ჰექტარი ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას აპირებს ტყიბულშიც.

პროგრამა „ქართული ჩაის“ ფარგლებში საქართველოს მასშტაბით 31 ბენეფიციარია ჩართული. ჩაის სარეაბილიტაციო პლანტაციების ჯამური ფართობი - 739 ჰექტარია, ხოლო ჯამური ინვესტიცია 1 864 046 ლარი, საიდანაც 1 315 992 ლარი სახელმწიფო თანდაფინანსებაა.

პროგრამა „ქართული ჩაი“ 2016 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანი საქართველოში არსებული ჩაის პლანტაციების პოტენციალის ეფექტურად გამოყენება, ადგილობრივი ჩაის (მათ შორის ბიო ჩაის) წარმოების ზრდის ხელშეწყობა, თვითუზრუნველყოფის დონის ამაღლება და საექსპორტო პოტენციალის გაზრდაა.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში შესაძლებელი იქნება როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაცია. ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციისთვის დაფინანსებას მიიღებენ იურიდიული პირები, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]