მასშტაბური და პრესტიჟული გამოფენა ProWein წლის მთავარი მოვლენაა ღვინის მწარმოებლებისთვის მთელი მსოფლიოს მასშტაბით. წელს გამოფენაში საკუთარი პროდუქცია 64 ქვეყანამ წარადგინა და მას 60 ათასამდე ღვინით მოვაჭრე და იმპროტიორი ეწვია. გამოფენაზე ქართული კომპანიები წარმოდგენილი იყვნენ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და ასოციაცია „ქართული ღვინო“-ს ორგანიზებით.
„დიუსელდორფის ProWein-ი არის ყველაზე მნიშვნელოვანი გამოფენა ღვინის სექტორში. საქართველო უკვე 10 წელზე მეტია მასში სტაბილურად მონაწილეობს და ქართული ღვინის მიმართ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება. გამოფენაზე ქართული ღვინის კარგად წარმოჩენა საწინდარია იმისა, რომ ახალ ბაზრებზე ქართული ღვინო უფრო და უფრო კარგად გაიყიდოს“, - აღნიშნა ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი სამანიშვილმა.
საქართველო აღნიშნულ გამოფენაში 2000 წლიდან მონაწილეობს. წელს ProWein-ში მონაწილეოდნენ შემდეგი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიები: „გიუაანი“, „მეგობრების მარანი“, შპს „ქინძმარაული“, „თელავის ღვინის მარანი“, KTW, „გურამიშვილის მარანი“, „ვაზიანი კომპანი“, „თბილღვინო“, „მარნის კარი“, „ბოლერო“, „შილდა“, „ჩიგოგიძე ვაინს“, „ბადაგონი“, „მილდიანი“, „თელიანი ველი“, „კახური“, „ვიტე ვერა/ბესინი“, „შუხმანი“, „ქართული ღვინის სახლი“, „ხარება“, „შუმი“, „კორპორაცია ქართული ღვინო“, GWS, „შატო მუხრანი, „დუგლაძეების ღვინის კომპანია“, „კორპორაცია ქინძმარაული“.