weather cur horoscope tv
თებერვალი 24, 2026
×

შეტყობინება

Failed loading XML...

გიორგი კვირიკაშვილი გურჯაანში ახალ სასტუმროს გახსნის

10:14 კვირა, 25 მარტი 2018

საქართველოს პრემიერ–მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დღეს, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშენში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის ახალ სასტუმროს „ახაშენი ღვინის კურორტი“ (Akhasheni Wine Resort) გახსნის.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, Akhasheni Wine Resort სახელმწიფო პროგრამა „აწარმოე საქართველოში“, DCFTA-სა (ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო ხელშეკრულების ფარგლებში მოქმედი მცირე და საშუალო მეწარმეობის განვითარების პროექტი) და „საქართველოს ბანკის“ თანადაფინანსებით აშენდა.

„სასტუმრო სრულად არის ადაპტირებული შშმ პირთათვის. ამასთან, „ახაშენი ღვინის კურორტი“ ადგილობრივ და უცხოელ ტურისტებში ქართული ღვინის უძველეს, 8 000–წლოვან ისტორიას გაუწევს პოპულარიზაციას“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პროექტი KTW-ჯგუფს („კახური ტრადიციული მეღვინეობა“) ეკუთვნის და მისი საინვესტიციო ღირებულება 7,5 მლნ ლარია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]