weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სიღნაღში პირველი ქართული ზეთისხილის ზეთის წარმოება დაიწყო

15:01 სამშაბათი, 23 მაისი 2017

სიღნაღის რაიონის სოფელ საქობოში პირველი ქართული ზეთისხილის ზეთის წარმოება დაიწყო. როგორც „რეგინფოს“ კომპანია „ქართული ზეთისხილის“ დირექტორმა ნელი გეთიაშვილმა უთხრა, საწარმოში ორი სახეობის ზეთისხილის ზეთი (შავი და თეთრი) 250, 500, 750 გრამიან მინის ქილებსა და 5,10 და18 ლიტრიან თუნუქის ყუთებში, უმაღლესი სტანდარტებით, ცივი დაწურვის ტექნოლოგიით ისხმება.

კომპანია წელს 30 ტონა ზეთისხილის ზეთის წარმოებას გეგმავს, რომელსაც პირველ ეტაპზე ადგილობრივ ბაზარზე გაყიდის და სამომავლოდ ექსპორტზე გატანასაც აპირებს.

250 გრამი ზეთისხილის ზეთი 8 ლარი, 500 გრამი 13 ლარი, ხოლო 750 გრამი 16 ლარი ღირს. ქართული ზეთისხილის ზეთს 5 ლიტრიანი თუნუქის ქილებით 95 ლარად, 10 ლიტრიანს 175 ლარად, 18 ლიტრიანს კი 300 ლარად გაყიდიან.

„პროდუქციას 25 მაისს, პირველად შევიტანთ „კარფურის“ მაღაზიათა ქსელში. ამ დროისთვის ბაზარზე მხოლოდ იმპორტირებული პროდუქცია იყიდება. ჩვენი ფასი იმპორტირებულთან შედარებით დაბალია, ხარისხი კი მაღალი. რაოდენობიდან  გამომდინარე ზეთის რეალიზაცია მხოლოდ საქართველოში მოხდება. მომავალი წლის მოსავალს კი ექსპორტზე ამიერკავკასიაშიც გავიტანთ“,- უთხრა „რეგინფოს“ ნელი გეთიაშვილმა.

მისივე თქმით, ამ დროისთვის საწარმოში ზეთისხილის მარინადის დამზადება მიმდინარეობს, რომელიც ბაზარზე სარეალიზაციოდ ერთ თვეში გამოჩნდება.

„ქართული ზეთისხილის კომპანიას“ ზეთისხილის ბაღები დედოფლისწყაროს და სიღნაღის რაიონებში 300 ჰექტარზე აქვს გაშენებული. ერთი წლის წინ, სოფელ საქობოში თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი ზეთისხილის გადამამუშავებელი საწარმოც გაიხსნა, სადაც ადმინისტრაციის ინფორმაციით, 100 ადამიანია დასაქმებული.

კომპანია „ქართული ზეთისხილის“ საწარმო სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსთან თანამშრომლობის შედეგად, „სასოფლო-სამეურნეო პროდუქტების გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების“ (345 800 აშშ. დოლარი) პროგრამის ფარგლებში აშენდა. კომპანიის მიერ განხორციელებული ინვესტიცია დაახლოებით 5 მილიონი ლარია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]