weather cur horoscope tv
აპრილი 18, 2024

კახეთი მალე გახდება ოთხივე ტურისტული სეზონის მასპინძელი მხარე – კვირიკაშვილი

15:39 სამშაბათი, 03 აპრილი 2018

„კახეთში წელს გაიხსნება მსოფლიოში ცნობილი ბრენდების სასტუმროები: „რედისონი წინანდალი“ და „ჰოლიდეი ინი თელავი“. 2019 წელს კახეთს შეემატება სასტუმროები „გოლდენ ტიულიფი“ და „ვილა გოდოლი“, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა თელავში, პარტია „ქართული ოცნების“ საქალაქო კონფერენციაზე განაცხადა.

მისი თქმით, რეგიონისთვის ტურიზმის განვითარება მთავარი პრიორიტეტია.

„კახეთს ნამდვილად აქვს ამის უზარმაზარი პოტენციალი. ახალი სასტუმროების გახსნის შედეგად კახეთის სასტუმრო ობიექტებს 640 საწოლ-ადგილი დაემატება, რაც გაზრდილი ტურისტული ნაკადისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რეგიონში ასევე დაგეგმილია ათეულობით პატარა კერძო შატოს და მარანის, მცირე ჰოსტელების და სასტუმროების მშენებლობა, რაც მართლაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ხალხისთვის და ტურიზმის სფეროს განვითარებისთვის.

მე უკვე ვთქვი და მინდა ახლაც გითხრათ, რომ ჩვენ განვიხილავთ კახეთში აეროპორტის მშენებლობას და ასევე, ვფიქრობთ თბილისი-საგარეჯო-გურჯაანი-თელავის სარკინიგზო გზის აღდგენის პერსპექტივაზე.

იცით, რომ თუშეთში შენდება ახალი გზა, რომელიც თბილისიდან სამჯერ შეამცირებს საავტომობილო მგზავრობის ხანგრძლივობას თუშეთის მიმართულებით, ააღორძინებს და ახალ სიცოცხლეს შემატებს პანკისის ხეობას.

ყოველივე ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თუ გავითვალისწინებთ უპრეცედენტოდ მზარდ ტურისტულ ნაკადს რეგიონში.

თუშეთის განვითარება, ზამთრის ტურისტული პროექტების დაგეგმვა და შესაბამისი ინფრასტრუქტურული პროექტების დაწყება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გარემოს, ხელს შეუწყობს ეკონომიკურ აქტივობას ამ ულამაზეს კუთხეში. კახეთი მალე გახდება ოთხივე ტურისტული სეზონის მასპინძელი მხარე“, განაცხადა პრემიერმა.

მისივე ინფორმაციით, პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ სასტუმროების განვითარების თანადაფინანსების კომპონენტით მხარდაჭერილია 12 პროექტი, რომელთა ჯამური ინვესტიციის მოცულობა 43 მილიონი ლარია. გათვალისწინებულია 350-ზე მეტი დამატებითი ოთახისა და ასობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]