პაკეტური შეთავაზება ახალი შესაძლებლობაა, რომ მომხმარებელმა დისტანციურად, მარტივად მართოს საბანკო ანგარიშები და განახორციელოს ნებისმიერი სახის ფინანსური ოპერაციები.
თამარ სოფრომაძე, საცალო საბანკო მომსახურების დეპარტამენტის უფროსი
„პაკეტური შეთავაზების შექმნის მიზანი იყო მომხმარებლებისთვის გაგვემარტივებინა ბანკთან ურთიერთობა, მიგვეწოდებინა სრული საბანკო სერვისები დისტანციური არხების საშუალებით, რაც დაზოგავს მომხმარებლების დროს და მომსახურების პროცესს უფრო ეფექტურსა და კომფორტულს ხდის. აღსანიშნავია, რომ საპაკეტო მომსახურების არჩევის შემთხვევაში, მომხმარებელი ზოგავს არამარტო დროს, არამედ ფულსაც, ვინაიდან რამდენიმე საბანკო პროდუქტით ერთდროულად სარგებლობს და იხდის მხოლოდ ერთის საფასურს. დისტანციური არხების გამოყენება მომხმარებლებისთვის კომფორტული და მომგებიანია“.
ფინკა ბანკის საბანკო პროდუქტებისა და სერვისების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიღება შესაძლებელია ფინკა ბანკის სერვის ცენტრებში, ვებ გვერდზე www.FINCA.ge და ასევე, ცხელი ხაზის საშუალებით 24 საათის განმავლობაში ☎ 224 49 49