weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სააღდგომოდ ნატახტარი–ამბროლაურის მიმართულებით დამატებითი ავიარეისები დაინიშნა

17:35 ოთხშაბათი, 04 აპრილი 2018

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, რომელსაც მართლმადიდებლები 8 აპრილს აღნიშნავენ, ნატახტარი-ამბროლაურის მიმართულებით დამატებითი ავიარეისები დაინიშნა. ამბროლაურის აეროპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ფრენის სიხშირის გაზრდა მგზავრების მომატებულმა რაოდენობამ გამოიწვია.

დამატებითი ავიარეისები 6 და 10 აპრილს დაინიშნა. 6 აპრილს, ნატახტარიდან ამბროლაურის მიმართულებით ფრენა 17:00 საათზე შესრულდება, ამბროლაურიდან ნატახტარის მიმართულებით კი – 18:30 საათზე. ნატახტარი-ამბროლაურის რეისი 10 აპრილს, 15:30 საათზეა დანიშნული, ხოლო ამბროლაური-ნატახტარის რეისი – 17:30 საათზე.

ნატახტარიდან ამბროლაურის მიმართულებით თვითმფრინავი კვირაში ორჯერ – ოთხშაბათსა და კვირას, 15:30 საათზე დაფრინავს, ამბროლაურიდან კი ავიარეისები იმავე დღეებში, 16:30 საათზე სრულდება.

ფრენა დაახლოებით 30 წუთს გრძელდება. ბილეთი 3-დან 12 წლამდე ბავშვებისთვის 35 ლარი ღირს, 12 წლის ასაკს ზემოთ მგზავრებისთვის 50 ლარი. სამ წლამდე ბავშვებისთვის ფრენა უფასოა.

ამბროლაურში თვითმფრინავით გამგზავრების მსურველებს მიკროავტობუსი ემსახურება, რომელიც გაფრენამდე დაახლოებით ერთი საათით ადრე, თბილისიდან, მეტრო „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ნატახტარის აეროდრომის მიმართულებით გადის.

ნატახტარის აეროდრომიდან მგზავრები მიკროავტობუსს კვლავ მეტროსადგურ „რუსთაველთან“ ჩამოჰყავს. მიკროავტობუსით მგზავრობის ღირებულება ავიარეისის საფასურში შედის.

რაჭაში, ამბროლაურის აეროპორტი და სამგზავრო ტერმინალი 2017 წლის იანვარში გაიხსნა. ამბროლაურის აეროპორტი პირველ ეტაპზე მცირე ზომის – 15-20 ადგილიან საჰაერო ხომალდებს ემსახურება, ტერმინალი კი დაახლოებით 50 მგზავრის ერთდროულად გატარებაზეა გათვლილი.

2017 წელს ამბროლაურის აეროპორტმა 1723 მგზავრი მიიღო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]