„სულ ექსპორტირებულია 40,47 მლნ-მდე აშშ დოლარის ღირებულების ღვინო, ზრდამ გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 26% შეადგინა.
ექსპორტის მატება აღსანიშნავია როგორც ევროპის, ისე აშშ-ს, აზიისა და ტრადიციული ბაზრების მიმართულებით: ბელარუსი - 429% (233 220), იაპონია - 230% (53 160), დიდი ბრიტანეთი - 98% (37 740), საფრანგეთი - 71% (24 248), ყაზახეთი - 85% (877 494), ჩეხეთი - 68% (18 888), ლატვია - 61% (412 626), ნიდერლანდები - 46% (21 993), გერმანია - 38% (136 222), უკრაინა - 36%(1 771 928), პოლონეთი - 32% (740 922), ესტონეთი - 28% (120 246), რუსეთი - 28% (11 511 830), ისრაელი - 24% (52 722, აშშ - 3% (68 620), და სხვა.
ექსპორტიორი ქვეყნების პირველი ხუთეულია: რუსეთი (11 511 830), უკრაინა (1 771 928), ჩინეთი (1 117 138), ყაზახეთი (877 494) და პოლონეთი (740 922).
საანგარიშო პერიოდში სხვადასხვა მოცულობის ღვინის ექსპორტი 134 კომპანიამ განახორციელა“,- აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.
მათივე ცნობით, იანვარ-მარტში ექსპორტირებულია 3,5 მლნ ბოთლი (0,5 ლ) ბრენდი და 43,8 ათასი ბოთლი (0,5 ლ) ჭაჭა. სულ, ღვინის, ბრენდის, საბრენდე სპირტისა და ჩამოსასხმელი ღვინის ექსპორტით მიღებულმა შემოსავლებმა 64,8 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც 10%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.