weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

ბათუმის აეროპორტში მგზავრთა ნაკადი 55%-ით გაიზარდა, ქუთაისის აეროპორტში – 15%-ით

10:48 ოთხშაბათი, 11 აპრილი 2018

2018 წლის 3 თვის მონაცემებით, საქართველოს აეროპორტების მეშვეობით, რეგულარული და ჩარტერული რეისებით 839 612 მგზავრი იქნა გადაყვანილი, რაც 36%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, მგზავრთა ნაკადის ზრდის მაღალი მაჩვენებელი სამივე საერთაშორისო აეროპორტში დაფიქსირდა.

„2018 წლის 3 თვის განმავლობაში, თბილისის საერთაშორისო აეროპორტი 724 024 მგზავრს მოემსახურა, რაც 37%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით – 528 145 მგზავრი.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 2018 წლის პირველ კვარტალში მგზავრთნაკადი 15%-ით გაიზარდა. თუ წინა წლის ანალოგიურ პერიოდში დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტი 67 892 მგზავრს მოემსახურა, წელს აღნიშნულმა მაჩვენებელმა 78 020 მგზავრი შეადგინა.

რეკორდული ზრდის ტემპი შენარჩუნებულია ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში. 2018 წლის პირველ კვარტალში ალექსანდრე ქართველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტით 36 762 მგზავრმა ისარგებლა, რაც 55%-ით მეტია შარშანდელ ანალოგიურ პერიოდთან შედარებით – 23 696 მგზავრი“, – საქართველოს აეროპორტების გაერთიანების განცხადებაში.

რაც შეეხება ადგილობრივ აეროპორტებს, პირველ კვარტალში მესტიისა და ამბროლაურის აეროპორტებით 806 მგზავრმა ისარგებლა. ადგილობრივ აეროპორტებში ჯამში, 50 რეისი შესრულდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]