weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდასაჭერად ახალი პროგრამა დაიწყო

10:41 პარასკევი, 13 აპრილი 2018

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ ახალი პროგრამის „ახალგაზრდა მეწარმე“ განხორციელება დაიწყო. პროგრამის ბიუჯეტი 4 110 000 აშშ დოლარია და მისი მიზანი ფინანსური და ტექნიკური მხარდაჭერის გზით ახალგაზრდების ბიზნესსაქმიანობაში ჩართულობის ზრდის ხელშეწყობაა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, სოფლად ახალგაზრდა მეწარმეების მხარდაჭერის პროგრამა განკუთვნილია საქართველოს მოქალაქეობის მქონე ახალგაზრდებისთვის, რომელთაც საქართველოში ბიზნესსაქმიანობა სურთ.

პროგრამის ფარგლებში, დაფინანსებას მიიღებენ საქართველოში რეგისტრირებული ახალგაზრდა მეწარმეები (18-35 წლამდე მამაკაცები და 18-40 წლამდე ქალები) ან მათ მიერ დაფუძნებული სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივები. პროგრამა ითვალისწინებს მხოლოდ ახალი ბიზნესის (სტარტაპის) დაფინანსებას.

პროგრამის ფარგლებში, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო ბენეფიციარს დაუფინანსებს პროექტის ღირებულების 40%-ს, მაგრამ არაუმეტეს 60 000 ლარისა; დარჩენილი 60% ბენეფიციარის თანამონაწილეობაა. თანამონაწილეობის თანხა შესაძლებელია მოძიებული იქნას როგორც საკუთარი სახსრებით, ასევე საბანკო კრედიტით (მათ შორის, შეღავათიანი აგროკრედიტი).

პროგრამა ითვალისწინებს, როგორც სასოფლო-სამეურნეო, ისე არა სასოფლო-სამეურნეო ბიზნესმიმართულებების დაფინანსებას. არა სასოფლო-სამეურნეო ბიზნესსაქმიანობის წილი მთლიანი დაფინანსების პორტფელში 20%-ს არ აღემატება.

პროგრამის ფარგლებში, დაფინანსდება ნებისმიერ სასოფლო-სამეურნეო მიმართულება გარდა, იმ დარგებისა, რომლებიც უკვე ფინანსდება სხვადასხვასვა სასოფლო-სამეურნეო საგრანტო პროგრამით.

სააგენტოში განაცხადების და თანმდევი დოკუმენტაციის წარდგენა განხორციელდება ელექტრონულად, ვებგვერდების www.apma.ge და www.danida.apma.ge მეშვეობით.

პროგრამა „ახალგაზრდა მეწარმე“, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) მხარდაჭერით, „ერთიან აგროპროექტის“ ფარგლებში ხორციელდება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]