weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

მარტში ყველაზე მეტი ფულადი გზავნილი რუსეთიდან და იტალიიდან შემოვიდა

15:50 ორშაბათი, 16 აპრილი 2018

ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2018 წლის მარტში ქვეყანაში შემოსული ფულადი გზავნილების ნაკადების მოცულობამ 131.1 მლნ აშშ დოლარი, 320.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 17 %-ით (19.1 მლნ აშშ დოლარით) მეტია 2017 წლის მარტის ანალოგიურ მაჩვენებელზე.

უცხოეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილების 90.6 % იმ 13 უმსხვილეს დონორ ქვეყანაზე მოდის, საიდანაც ასეთი გზავნილების მოცულობამ მარტში 1 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, იმავე 13 ქვეყანაზე გასული წლის მარტში მთელი ფულადი გზავნილების 92.0 % მოდიოდა.

მარტში რუსეთიდან შემოსული ფულადი გზავნილების ოდენობამ 38.1 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. სხვა ქვეყნების მაჩვენებელი ასეთია: იტალია - 15.5 მლნ აშშ დოლარი, საბერძნეთი - 13.7 მლნ აშშ დოლარი, აშშ - 13.0 მლნ აშშ დოლარი, ისრაელი - 13.0 მლნ აშშ დოლარი, თურქეთი - 10.6 მლნ აშშ დოლარი.

13 ქვეყანას შორის ასევე არიან გერმანია, ესპანეთი, საფრანგეთი, გაერთიანებული სამეფო, უკრაინა, ყაზახეთი და აზერბაიჯანი.

2018 წლის მარტში საქართველოდან საზღვარგარეთ 20.9 მლნ აშშ დოლარი (51.1 მლნ ლარი) გადაიგზავნა, ნაცვლად 16.8 მლნ აშშ დოლარისა (41.6 მლნ ლარისა) გასული წლის მარტში.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]