weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

რიკოთის უღელტეხილზე 97-მდე ხიდი და 53-მდე გვირაბი აშენდება

12:32 სამშაბათი, 17 აპრილი 2018

ევროპის საინვესტიციო ბანკი რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთზე ჩუმათელეთი-არგვეთას გზის ორი მონაკვეთის – ჩუმათელეთი-ხევისა და უბისა-შორაპანის მშენებლობას დააფინანსებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, საპროექტო სამუშაოების დასრულება 2018 წლის მაისისთვის არის დაგეგმილი, რის შემდეგაც სამშენებლო სამუშაოებზე ტენდერი გამოცხადდება.

საერთო ჯამში, რიკოთის უღელტეხილზე დაგეგმილია 52 კმ-მდე სიგრძის გზის მშენებლობა, რომელიც 97-მდე ხიდსა და 53-მდე გვირაბს მოიცავს. მშენებლობა 2018 წლის ბოლოს უნდა დაიწყოს და 2021 წელს დასრულდეს.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობა 4 სექციად არის დაყოფილი: ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთი (I სექცია) 11.7 კმ, ხევი-უბისას მონაკვეთი (II სექცია) 12,2 კმ, უბისა-შორაპანის მონაკვეთი (III სექცია) 13 კმ. შორაპანი-არგვეთას მონაკვეთი (IV სექცია) 14,7კმ.

„ჩუმათელეთი-არგვეთას მონაკვეთი E60 ავტომაგისტრალის შემადგენელი ნაწილია და ერთ-ერთი ურთულესი მონაკვეთია. რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. რიკოთის მოდერნიზება ხელს შეუწყობს ჩქაროსნული გზის გამტარუნარიანობისა და სატრანზიტო ტვირთბრუნვის ზრდას, ასევე ავტოტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების დონის ამაღლებას და მგზავრობის დროის შემცირებას“, – განაცხადეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

მათივე ინფორმაციით, რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მშენებლობაზე 5 000-მდე ადამიანი დასაქმდება. პროექტზე ჯამში 1 მილიარდ დოლარამდე დაიხარჯება. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]