weather cur horoscope tv
დეკემბერი 27, 2024

სამთო-სათხილამურო კურორტებზე ვიზიტორების რაოდენობა 25 %-ით გაიზარდა

11:59 შაბათი, 28 აპრილი 2018

საქართველოში 2017-2018 წლის სამთო-სათხილამურო სეზონი დასრულდა. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ მონაცემებით, წელს, 2016-2017 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონთან შედარებით, მთის კურორტების ვიზიტორების რაოდენობა 25 %-ით გაიზარდა.

წელს ზამთრის სეზონზე საქართველოს მთის კურორტებს 514 874 ვიზიტორი ეწვია, 2016-2017 წლის ზამთარში კი - 412 711 ვიზიტორი.

კურორტ გუდაურში 345 997 ვიზიტორი დაფიქსირდა, რაც გასულ წელთან შედარებით 25 %-ით მეტია. ბაკურიანში 15 %-იანი ზრდაა. კურორტს 2017-2018 წლის სეზონზე 132 704 ვიზიტორი ეწვია.

მაღალმთიან აჭარაში მდებარე კურორტ გოდერძი დამსვენებლებს მესამე წელია მასპინძლობს. 2017-2018 წლის ზამთრის სათხილამურო სეზონზე, გასულ წელთან შედარებით ვიზიტორების რაოდენობა 129 %-ით არის გაზრდილი. კურორტზე 10 283 ვიზიტორმა დაისვენა.

სვანეთში, კურორტ თეთნულდზე 2017-2018 წლის სათხილამურო სეზონზე, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ვიზიტორთა რაოდენობა 122 %-ით, ხოლო ჰაწვალზე 119 %-ით არის გაზრდილი. თეთნულდსა და ჰაწვალს ჯამში 35 890 ვიზიტორი ეწვია.

ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, 2012 წლის შემდეგ, საქართველოს სამთო კურორტებზე ტურისტების რაოდენობა 491 %-ით გაიზარდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]