weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

25 წლის ბიზნესმენი ყვარლის ტბასთან სასტუმროს და სასმელების საწარმოს ააშენებს

15:45 ორშაბათი, 30 აპრილი 2018

შპს „ღვინის გზა 2017“-მა, რომლის დირექტორი და 100 % წილის მესაკუთრე 25 წლის ომარ ხატიაშვილია, აუქციონში გაიმარჯვა და ყვარელში, ილიას ტბის მიმდებარედ 3 ჰექტარი მიწის ნაკვეთი 152 000 ლარად იყიდა. მასზე 40-ნომრიანი სასტუმრო და ალკოჰოლური სასმელების საწარმო აშენდება, რისთვისაც 5 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება.

აუქციონის პირობების თანახმად, შპს „ღვინის გზა 2017“ აღნიშნული თანხის სრულად ინვესტირებას 4 წლის განმავლობაში განახორციელებს, აქედან, 1 000 000 ლარის ინვესტირება წელიწადნახევარში, ხოლო 2 500 000 ლარის 3 წლის ვადაში უნდა მოხდეს. 

სასტუმროს და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელი საწარმოს ამოქმედების შემდეგ, ორივე ობიექტზე არანაკლებ 40 ადამიანი უნდა დასაქმდეს. 

გარდა ამისა, კომპანიას ევალება, რომ შეინარჩუნოს შეძენილ მიწის ნაკვეთზე არსებული მერქნიანი მცენარეების არანაკლებ 75 %, ხოლო სსიპ ეროვნულ სატყეო სააგენტოს კომპენსაციის სახით გადაუხადოს 75 000 ლარი.  

საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „ღვინის გზა 2017“ რეგისტრირებულია 2017 წლის 18 სექტემბერს. კომპანიის ერთპიროვნული მესაკუთრე ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში მცხოვრები, 1993 წელს დაბადებული ომარ ხატიაშვილია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]