weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

Jazeera Airways-მა თბილისი ზაფხულის სამოგზურო მიმართულებად დაასახელა

10:38 სამშაბათი, 01 მაისი 2018

ქუვეითის დაბალბიუჯეტურმა ავიაკომპანია Jazeera Airways-მა თბილისი ზაფხულის სამოგზურო მიმართულებად დაასახელა. ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ცნობით, Jazeera Airways 13 ივნისიდან თბილისის მიმართულებით რეგულარული რეისების შესრულებას იწყებს. ავიარეისები კვირაში სამჯერ შესრულდება.

„თბილისი მიმზიდველი ქალაქია, შესანიშნავი არქიტექტურით. ეს არის მრავალფეროვანი და უნიკალური კულტურული ქალაქი, სადაც ქუვეთიდან ჩამოსული მოგზაურები დიდი შთაბეჭდილებების ქვეშ აღმოჩნდებიან. ახალი ავიარეისი თბილისსა და ქუვეითს ერთმანეთს აკავშირებს, პარალელურად დაკავშირება ხდება ეგვიპტესთან, საუდის არაბეთთან, დუბაისთან და ინდოეთთან“, - განაცხადა ავიაკომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა როჰით რამაჩანდრამ.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, გიორგი ჩოგოვაძის განცხადებით, სპარსეთის ყურის რეგიონი და ყურის თანამშრომლობის საბჭოს წევრი ქვეყნები საქართველოსთვის პრიორიტეტულ ტურისტულ ბაზრებს წარმოადგენენ.

„ეს არის სწრაფად მზარდი ტურისტული ბაზარი. ერთობლივი მარკეტინგული კამპანიების ჩასატარებლად და ქუვეითში საქართველოს ცნობადობის გაზრდის მიზნით ჩვენი გუნდი Jazeera Airways-სთან ერთად მჭიდრო თანამშრომლობას გეგმავს“, - აღნიშნა ჩოგოვაძემ.

ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, ქუვეითი-თბილისს შორის მგზავრთა ნაკადი 2017 წელს, 2016 წელთან შედარებით, 45%-ით გაიზარდა, ხოლო მთლიანად სპარსეთის ყურის ქვეყნებთან - 53%-ით.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]