weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თურქმა ბიზნესმენმა თბილისში აუქციონებზე 31 708 კვ.მ მიწის ნაკვეთი იყიდა

14:54 პარასკევი, 04 მაისი 2018

კომპანია „ქოჩკაბლომ“ ორ უკონკურენტო აუქციონზე 2 133 000 ლარად იყიდა თბილისში, საქნავთობის დასახლებაში მდებარე 31 708 კვ.მ არასასოფლო მიწის ნაკვეთები და მათზე განთავსებული 17 ნაგებობა. კომპანიის 80 %-ს თურქეთის მოქალაქე ისმაილ ქოჩი ფლობს.

სახელმწიფო ქონების მართვის სააგენტოს მიერ 22 206 კვ.მ მიწის ნაკვეთის პრივატიზების მიზნით გამოცხადებული ელექტრონული აუქციონი 2018 წლის 19 აპრილს დაიწყო და 3 მაისს დასრულდა. აუქციონში მხოლოდ ერთი სუბიექტი - შპს „ქოჩკაბლო“ მონაწილეობდა, რომელმაც ქონება საწყის ფასად (ერთი ბიჯის დამატებით) – 1 605 000 ლარად შეიძინა.  

აუქციონის პირობების მიხედვით, კომპანიამ 3 წლის ვადაში უნდა განახორციელოს მიწის ნაკვეთის ან მისი ნაწილის განაშენიანება, რაც გულისხმობს საწარმოს შექმნას, მომდევნო ერთი წლის განმავლობაში კი დაასაქმოს არანაკლებ 50 ადამიანი (სულ მცირე 2 წლით). 

აღსანიშნავია, რომ იმავე კომპანიამ 2018 წლის იანვარში, ასევე უკონკურენტო აუქციონზე, საინვესტიციო ვალდებულებების გარეშე შეიძინა საქნავთობის დასახლებაში მდებარე 9502 კვ.მ. არასასოფლო მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული 5 შენობა-ნაგებობა, რაშიც 528 000 ლარი გადაიხადა. 

სამეწარმეო რეესტრის მონაცემებით, შპს „ქოჩკაბლო“ 2017 წლის 20 ნოემბერს დარეგისტრირდა. კომპანიის დირექტორი და 80 % წილის მესაკუთრეა თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე ისმაილ ქოჩი. 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]