weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ბათუმში ახალი სასტუმრო „გრანდ გლორია“ ივნისში გაიხსნება

15:30 სამშაბათი, 08 მაისი 2018

ბათუმში, შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო „გრანდ გლორია“ ივნისში გაიხსნება. სასტუმროს მშენებლობისთვის 31 მილიონი აშშ დოლარი დაიხარჯა. სასტუმრო კომპლექსის მეპატრონე აზერბაიჯანელი მილიარდერის, ავიაკომპანია AZAL-ის პრეზიდენტის ჯახანგირ ასკეროვის მეუღლეა.

სასტუმროს მშენებლობა ბათუმში 2012 წელს წელს დაიწყო, თუმცა მისი გახსნა რამდენჯერმე გადავადდა.

„ზაფხულის სეზონისთვის რეგიონს კიდევ ერთი მაღალი კლასის სასტუმრო შეემატება 170-მდე ნომრით. სასტუმრო სრულყოფილად იმუშავებს ოთხივე სეზონის განმავლობაში და მისი კონცეფციიდან გამომდინარე, დამსვენებლებს შეეძლებათ წელიწადის ნებისმიერ დროს სტუმრობა. აღნიშნულ ობიექტს ჰქონდა შეფერხებები. ჩვენი მხრიდან ინვესტორებთან იყო სწორი კომუნიკაცია, მოხდა მაქსიმალური ხელშეწყობა და ვალდებულებების გადავადება, რამაც შედეგი გამოიღო და დღეს უკვე გვაქვს დასრულებული და წარმატებული პროექტი“, – აღნიშნა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, რომელიც აზერბაიჯანის გენერალურ კონსულ პარვიზ ისმაილზადასთან ერთად „გრანდ გლორიას“ ტექნიკურ დათვალიერებას დაესწრო.

შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ერთ ჰექტარამდე მიწის ნაკვეთი, აჭარის მთავრობამ აზერბაიჯანის მოქალაქე ზარიფა ჰამზაევას 2011 წლის ივნისში, სიმბოლურ ფასად, 1 ლარად გადასცა. ხელშეკრულების მიხედვით, ზარიფა ჰამზაევას ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუმეტეს 20 თვეში აღნიშნულ ტერიტორიაზე უნდა აეშენებინა არანაკლებ 100-ნომრიანი თანამედროვე სასტუმრო კომპლექსი.

ზარიფა ჰამზაევა აზერბაიჯანელი მილიარდერის, „აზერბაიჯანის ავიახაზების” (AZAL) პრეზიდენტის ჯახანგირ ასკეროვის მეუღლეა. Maydan.tv-ის სტატიაში „ალიევების ბიზნესი საქართველოში“, რომლის ერთ-ერთი ავტორი აფგან მუხთარლია, აღნიშნულია, რომ ზარიფა ჰამზაევა კომპანია „გლორიას“ 57.76 %-იან წილს ფლობს, დანარჩენს კი მისი შვილები - ჯამილა ასკეროვა  და მალაჰატ ასკეროვა. ამასთან, ჯამილა და მაჰალატ ასკეროვები, აზერბაიჯანის პრეზიდენტის ქალიშვილთან არზუ ალიევასთან ერთად Silk Way Holding-ის წილებსაც ფლობენ. ზარიფა ჰამზაევას ეკუთვნის კოსმეტიკური კომპანია Gazelli Group.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]