weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გურიაში ტურიზმის განვითარების მიზნით მცირე გრანტები გამოცხადდა

14:37 ხუთშაბათი, 10 მაისი 2018

გურიაში ტურიზმის განვითარების მიზნით, ოზურგეთის, ჩოხატაურისა და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტებში მცხოვრები დაინტერესებული პირებისთვის მცირე გრანტების კონკურსი გამოცხადდა.

მცირე გრანტების პროგრამა ხელს შეუწყობს ისეთ ღონისძიებებს, რომლებიც მიმართულია გურიაში ტურიზმის ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე, დაგროვილი ინფორმაციისა და გამოცდილების გაზიარებაზე, ისეთი უნარებისა და ცოდნის განვითარებაზე, რომელიც თავის მხრივ ხელს შეუწყობს გურიის რეგიონში ტურიზმის როგორც ეკონომიკის დარგის წინსვლას.

მცირე გრანტები გაიცემა ისეთი აქტივობების დასაფინანსებლად, როგორიცაა: ტურისტული ინტერესის მქონე საჯარო ადგილების უსაფრთხოების, მიმზიდველობის, ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება. მაგალითად: დასუფთავების ღონისძიებები, საზოგადოებრივი ტუალეტების, გადასასვლელების, კიბეების, ჯებირების მოწყობა.

ტურისტული თვალსაზრისით საინტერესო ადგილებზე ტურისტული ნიშნების, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა ან არსებული ტურისტული ღირსშესანიშნაობების განვითარება. მაგალითად: ტურისტების განთავსების ადგილების, საზ. კვების ობიექტების, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარება. კულტურული და/ან სხვა ტურიზმის ობიექტების დასათვალიერებელი ტურების, საფეხმავლო ტურების შექმნა - შეთავაზება.

ტურიზმთან დაკავშირებული ღონისძიებების ორგანიზება. მაგალითად: ფესტივალების, ბაზრობების, გურიის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციისთვის მიმართული ღონისძიებების, ინფო ტურების, სასწავლო ტურების (არანაკლებ 5 კაციანი ჯგუფები) მოწყობა.

ტურისტული საინფორმაციო ცენტრების მოწყობა. ინტერნეტისა და სხვა მსგავსი საინფორმაციო საშუალებების მეშვეობით გურიის რეგიონის პოპულარიზაციის ხელშეწყობა.

გურიის რეგიონის ტურიზმის სფეროში დასაქმებული მოქალაქეებისთვის უნარებისა და ცოდნის ამაღლება. ტურიზმის სფეროში დასაქმებული ადამიანების საქმიანობის ხელშეწყობა. მაგალითად: არსებული ტურისტული სექტორის განვითარება, ადგილობრივი სოფლის პროდუქციის მომზადების პროცესის ტურისტულ პაკეტად შეკვრა და შემდგომ რეალიზაციაში დახმარება.

მცირე გრანტების კონკურსს ადმინისტრირებას უწევს ოზურგეთის ახალგაზრდა მეცნიერთა კლუბი. საგრანტო განაცხადების წარდგენის ბოლო ვადაა 2018 წლის 25 მაისი, 18:00 საათი.

კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ არაკომერციულ იურიდიულ პირებს, კლუბებს, დარეგისტრირებულ ან საინიციატივო ჯგუფებს. მცირე გრანტები არ გაიცემა კერძო ინვესტიციებსა თუ ბიზნეს ორგანიზაციებზე. პროექტების განხორციელების მინიმალური ვადაა 1 თვე და მაქსიმალური 6 თვე. პროექტის ბიუჯეტის ქვედა ზღვარია 2000 ევრო, ხოლო ზედა ზღვარი 5 000 ევრო.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]