weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ყვარლის სოფელი გავაზი დაისეტყვა, სეტყვამ ვაზი 60 %-ით დააზიანა

21:42 ხუთშაბათი, 10 მაისი 2018

ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელი გავაზი დაისეტყვა. სოფელში მერის წარმომადგენლის ავთანდილ ცუკოშვილის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით 800 ჰექტრამდე ვენახია დასეტყვილი. სეტყვამ ვაზი დაახლოებით 60-70 %-ით დააზიანა.

ძლიერი სეტყვა საღამოს მოვიდა და 10-15 წუთი გაგრძელდა.

გავაზის მცხოვრებლების თქმით, სეტყვის საწინააღმდეგო სისტემა გვიან ამუშავდა. „სროლის ხმა მაშინ გავიგეთ, როცა სეტყვა უკვე შეწყვეტილი იყო. მანამდე უნდა ემოქმედათ“, - უთხრეს ადგილობრივებმა „რეგინფოს“.

მათივე თქმით, მევენახეების ნაწილს ვენახი დაზღვეული აქვს, თუმცა სადაზღვევო კომპანიების წარმომადგენლებმა უთხრეს, რომ ზარალს მხოლოდ მას შემდეგ აანაზღაურებენ, როცა ყურძენს უკვე მარცვალი აქვს გამოტანილი, ამჟამად კი ვაზი ყვავილობის პროცესშია.

შედარებით მსუბუქად დაისეტყვა ყვარლის სოფელი კუჭატანიც.

მუნიციპალიტეტის მერიის სპეციალური კომისია დასეტყვილ სოფლებში ზარალის აღწერას დილიდან დაიწყებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]