weather cur horoscope tv
ნოემბერი 24, 2024

სს გეს საქრუსენერგომ 330 კვ ეგხ „გარდაბანზე“ სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა

18:07 ხუთშაბათი, 03 მაისი 2018

330 კვ ეგხ „გარდაბანი“ გეგმიური სარემონტო სამუშაოების შესასრულებლად შეკეთებაში ჩადგა 2018 წლის 23 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით.

სამუშაოები მიმდინარეობდა მარნეულისა და გარდაბნის მუნიციპალიტეტებში. 330 კვ ეგხ „გარდაბანზე“ სამუშაოების განახორციელა სს გეს „საქრუსენერგოს“ თბილისის სსუ-სა და ტრანსპორტის სამსახურის პერსონალმა. სამუშაოთა წარმოებაზე დაკავებული იყო 30 თანამშრომელი და გამოყენებული იქნა 10 ერთეული სპეცტექნიკა.

ეგხ-ს შეკეთებაში ყოფნის პერიოდში სამუშაოების წარმოებას კოორდინაციასა და მონიტორინგს უწევდა აღმოსავლეთ საქართველოს ელექტროგადამცემი ხაზების ექსპლუატაციისა და მშენებლობის მენეჯერი ვახტანგ კიკვაძე, ხოლო  სამუშაოების უსაფრთხოდ წარმოებას ზედამხედველობას და კონტროლს უწევდა უსაფრთხოების ტექნიკის სამსახურის უფროსი ფელიქს ჯანაშია.

330 კვ ეგხ „გარდაბანის“ შეკეთებაში ყოფნის პერიოდში შესრულდა გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები, მათ შორის შეიცვალა გატეხილი და დაჭუჭყიანებული იზოლატორები, ანძის მეტალოკონსტრუქციები გამაგრდა ნაკერებში გახსნილი კუთხოვანების შედუღებით, შეკეთდა კუთხური ანძების მარყუჟების შემაერთებელი სააპარატო მომჭერები, ანძებიდან ჩამოიხსნა ფრინველების ბუდეები, ეგხ-ს მთელს მონაკვეთზე ჩატარდა მაღლივი დათვალიერება.

შესრულებული სამუშაოების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა ელექტროგადამცემი ხაზის იმედიანობა და მდგრადობა, რაც მეტად მნიშვნელოვანია მოახლოებული წყალდიდობის სეზონის წარმატებით გავლისათვის.   ამჟამად 330 კვ ეგხ „გარდაბანით“ ჩართულია და მიმდინარეობს საქართველოსა და  აზერბაიჯანის ენერგოსისტემების  პარალელურ რეჟიმში მუშაობა.

[R] სს გეს საქრუსენერგოს ინფორმაცია

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]