weather cur horoscope tv
ნოემბერი 22, 2024

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელად მიხეილ ხიდურელი დაინიშნა

17:12 ორშაბათი, 14 მაისი 2018

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელმძღვანელად მიხეილ ხიდურელი დაინიშნა.

მინისტრ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სააგენტოს ხელმძღვანელს დიდი ხნის განმავლობაში ეძებდნენ და ის კონკურსის გზით შეარჩიეს. მისივე თქმით, მიხეილ ხიდურელს განათლება ლონდონში აქვს მიღებული, ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით, აქვს როგორც უცხოეთში, ისე საქართველოში მუშაობის გამოცდილება.

„მიხეილ ხიდურელი ბიზნეს საკონსულტაციო კომპანიის SavvY თანადამფუძნებელია. მას აქვს მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება მენეჯმენტის კუთხით, კერძოდ: კომპანიაში „Saunders Group“ ბიზნესის განვითარების დირექტორის პოზიცია ეკავა, სტარტაპ კომპანიაში „Drive Shift“ დირექტორის მოადგილე იყო და საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში ბიზნესის განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელადაც მუშაობდა. ამასთან, ლონდონსა და ნიუ-დოჰაში SHARD-ის ცათამბჯენის პროექტის მენეჯერი გახლდათ“, - განაცხადა მინისტრმა.

პროექტი „აწარმოე საქართველოში“ 2014 წელს დაიწყო და მოგვიანებით სააგენტოდ ჩამოყალიბდა. დიმიტრი ქუმსიშვილის თქმით, პროექტის ფარგლებში 14 800-მდე სამუშაო ადგილი შეიქმნა და დაფინანსდა 355 საწარმო, პროექტს 5313 ბენეფიციარი ჰყავს, განხორციელებული ინვესტიციის ოდენობა კი 870 მილიონ ლარს აღემატება.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]