weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

გურიაში ლურჯი მოცვის ახალი ბაღი გაშენდა

11:51 შაბათი, 19 მაისი 2018

ერთიანი აგროპროექტისფარგლებში, შპს ბლუბერი“ ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, დაბა ნარუჯაში 6.9 ჰექტარ მიწის ფართობზე ლურჯი მოცვის ახალი ბაღი გააშენა.

ბენეფიციარი პროექტში 2016 წელს ჩაერთო. ბაღის გაშენებისა და სარწყავი სისტემების მოწყობისთვის 100 ათასი ლარის ოდენობის სახელმწიფო დაფინანსება მიიღო, აქედან, 96 600 ლარი ნერგებისთვის, ხოლო 3380 ლარი - წვეთოვანი სისტემებისთვის.

პროექტის „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით დაფინანსებულია, ხეხილის ახალი ბაღების გაშენება 5201 ჰექტარზე და სახელმწიფო დაფინანსების მოცულობა 27 632 812 ლარია. აქედან, გურიის რეგიონში დაფინანსებულია ხეხილის ბაღების გაშენება 150 ჰა მიწის ფართობზე, ჯამურმა თანადაფინანსებამ 1 026 175 ლარი შეადგინა.

სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, „აწარმოე საქართველოში - ბიზნესის“ ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს სოფლის მეურნეობაში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]