weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

თურქეთიდან იმპორტირებულ ფრინველის ხორცში სალმონელა აღმოაჩინეს

21:54 შაბათი, 19 მაისი 2018

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თურქეთის ერთ-ერთი საწარმოდან ფრინველის ხორცის იმპორტი ერთი წლის ვადით შეაჩერა.

სააგენტოს უფროსის, ზურაბ ლიპარტიას ბრძანებაში აღნიშნულია, რომ თურქეთის რესპუბლიკის საწარმოდან – Erpilic Entegre Tavukculuk Uretim Pazarlama Ve Ticaret იმპორტირებული ფრინველის ხორცში, ერთი წლის განმავლობაში სალმონელა ორჯერ აღმოაჩინეს, რის გამოც ერთი წლის ვადით ამ საწარმოდან პროდუქტების იმპორტი უნდა შეჩერდეს. ბრძანება ძალაში 18 მაისიდან შევიდა. 

სალმონელა (Salmonella) არის ბაქტერიათა ჯგუფი, რომელიც იწვევს ტიფოიდურ დაავადებებს და მწვავე გასტროენტეროკოლიტს. უმეტესად აზიანებს საჭმლის მომნელებელ ტრაქტს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]