weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

სარფში ეკლესიის გვერდით კაზინოს დახურვას ითხოვენ

17:40 ორშაბათი, 21 მაისი 2018
სარფში ეკლესიის გვერდით კაზინოს დახურვას ითხოვენ ფოტო © გოგიტა მალაყმაძე

მესამე დღეა ორმოცდაათამდე ადამიანი საპროტესტო აქციას მართავს სარფში და ეკლესიის გვერდით მდებარე, ახლადგახსნილი კაზინოს დახურვას ითხოვენ. „კაზინო ეშმაკის სახლად ითვლება და არავინ დაუშვებს, რომ ეშმაკის სახლი ეკლესიის ეზოში არსებობდეს“, - აცხადებს აქციის ერთ-ერთი მონაწილე თამაზ ბაკურიძე აჭარის ტელევიზიასთან ინტერვიუში.

„იმისთვის, რომ ინვესტორის ინტერესები არ იქნეს შელახული, ჩვენ ვთავაზობთ, რომ აქ გაიხსნას ახალგაზრდული ცენტრი. მივმართავთ ადგილობრივ ხელისუფლებას და ინვესტორს, რომ ეს მოთხოვნა შესრულდეს, წინააღმდეგ შემთვევაში მასშტაბური აქციები დაიწყება“, - აღნიშნა თამაზ ბაკურიძემ.

„ჩემთვის მიუღებელია, რომ ეკლესიაზე კაზინო იყოს გადამჯდარი, გვერდით სკოლაც შენდება. ახალგაზრდა თაობას სხვა მაგალითი უნდა მივცეთ“, - ამბობს აქციის მონაწილე ზვიად უნგიაძე.

მისივე თქმით, სამორინეს ნაცვლად ახალგაზრდებისთვის სპორტულ-გამაჯანსაღებელი ცენტრი უნდა გაიხსნას.

აქციაზე სამორინეს მუშაობის მოწინააღმდეგეებსა და მომხრეებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ადგილობრივების ნაწილი ამბობს, რომ სამორინეში ხალხია დასაქმებული და მისი დახურვის შემთხვევაში სარფის მცხოვრებლები უმუშევრად დარჩებიან.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]