weather cur horoscope tv
მარტი 29, 2024

უწერაში 5 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება – ეკონომიკის სამინისტრო

10:23 სამშაბათი, 22 მაისი 2018

ონის მუნიციპალიტეტში უწერის მინერალური წყლის შესწავლა-მოპოვების მიზნით, სულ მცირე 5 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება და ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსი აშენდება. ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, ამ საინვესტიციო ვალდებულებას ითვალისწინებს ლიცენზია, რომლის მფლობელიც 2018 წლის მაისში ჩატარებული აუქციონის შედეგად შპს „ბიჯი ინვესტმენტი“ გახდა.

საბადოზე ლიცენზიის გასაყიდმა ფასმა 1 252 779 ლარი შეადგინა. ლიცენზიის მფლობელი ვალდებული იქნება ლიცენზიის გაცემიდან ხუთი წლის ვადაში განახორციელოს 3 000 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობის ინვესტიცია, ხოლო მომდევნო ორი წლის ვადაში დამატებით 2 000 000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარის ოდენობის ინვესტიცია. ლიცენზიის გაცემიდან 5 წელში კომპანიამ უნდა უზრუნველყოს არანაკლებ 50-ადგილიანი ტურისტულ-გამაჯანსაღებელი კომპლექსის მშენებლობა. კომპანიას ასევე აქვს საქართველოს მოქალაქეთა დასაქმების ვალდებულება.

ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით, უწერის მინერალური წყლის საბადო რეგიონში ერთ-ერთ უნიკალურ საბადოა. მინერალური წყალი ფორმირდება „ბროლის მთის“ კრისტალურ ჰორიზონტებში, ასევე, მდიდრდება კავკასიონის მთებში არსებული სხვადასხვა მინერალის კომპოზიციით, რაც საბადოს სამკურნალო თვისებებს მატებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]