მისივე თქმით, კომპანია „აგროვიტა“ ერთადერთია საქართველოში, რომელიც ორგანულ სასუქს მსგავსი ტექნოლოგიით აწარმოებს, რის გამო იდეა დააპატენტეს.
ორგანული სასუქის გარდა საწარმოში ორი სახეობის ორგანულ-მინერალურ სასუქსაც ამზადებენ, რომელსაც ტორფთან ერთად იტალიურ პრეპარატებს ურევენ.
„ამ ეტაპზე საწარმოში სამი სახეობის თხევად სასუქს ვაწარმოებთ. ორგანული სასუქის დასამზადებლად მოხლოდ ადგილობრივ ნედლეულს ე.წ. ტორფს ვიყენებთ. ეს ჩვენს მიერ დაპატენტებული ტექნოლოგიაა და შესაბამისი ბიო სერტიფიკატიც გვაქვს. მინერალურ სასუქებს იტალიიდან შემოტანილი პროდუქციით ვაწარმოებთ, რომელიც აზოტით, ფოსფორით და კალიუმით არის გაჯერებული. სასუქები გამოიყენება ყველა სასოფლო-სამეორნეო გამოკვებისთვის. ბუნებრივი შემადგენლობის გარდა, სასუქები იმით არის გამორჩეული, რომ მოსავლიანობას ზრდის, მცენარეს იმუნიტეტს უძლიერებს, რაც შხამქიმიკატების გამოყენების აუცილებლობას ამცირებს და ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტის მოყვანის შესაძლებლობას იძლევა. ჰექტარზე 2-3 ლიტრი სასუქი გამოიყენება. ფასი კი 7-დან 10 ლარამდე მერყეობს“,- უთხრა „რეგინფოს“ ქრისტო კახნიაშვილმა.
მისივე თქმით, პროდუქციის რეალიზაცია ამ ეტაპზე მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ხდება. სასუქების ექსპორტთან დაკავშირებით კომპანია მოლაპარაკებებს აზერბაიჯანში, სომხეთსა და მოლდოვაში აწარმოებს.
ორგანულ-მინერალური სასუქების წარმოების ბიზნეს-იდეა „სტარტაპ-საქართველოს“ პროექტის გამარჯვებულია. პროექტის სრული ღირებულება 241 ათასი ლარია. საწარმოში 7 ადამიანია დასაქმებული.