weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

„ენგურჰესზე“ ავარიის გამო ქვეყანას დენი თურქეთიდან, აზერბაიჯანიდან და რუსეთიდან მიეწოდება

13:07 პარასკევი, 25 მაისი 2018

საქართველოს უდიდესი ჰიდროელექტროსადგური „ენგურჰესი“ ავარიის გამო გამორთულია. როგორც „ენგურჰესის“ ტექნიკურმა დირექტორმა გია ხუბუამ პირველ არხს განუცხადა, სავარაუდოდ, სატურბინო წყალსატარის მილი დაზიანდა, რის გამოც ჰესის ძირითადი აგრეგატები მთლიანად გაჩერებულია. ელექტროსადგურის სამანქანე დარბაზის გარკვეული ტერიტორია წყლით არის დაფარული.

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი, რამდენად სერიოზულია „ენგურჰესზე“ მომხდარი ავარია.

„გენერაციის გარკვეულ სექტორებში წყალია შევარდნილი, შესაბამისად, მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა წყლის ამოტუმბვა. მოგვიანებით გვეცოდინება ზარალის ოდენობა და რა პერიოდი დაგვჭირდება მთლიანად სისტემის აღდგენაზე. გუშინ სარეზერვო სისტემები გამოვიყენეთ. ასევე იმპორტი განხორციელდა, რომ სტაბილური ელექტრომამარაგება მოგვეხდინა“, – აღნიშნა დიმიტრი ქუმსიშვილმა.

სახელმწიფო ელექტროსისტემის მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანა ელექტროენერგიით რუსეთიდან, თურქეთიდან და აზერბაიჯანიდან მარაგდება. თურქეთიდან 150 მგვტ.-ს იმპორტი ხორციელდება, აზერბაიჯანიდან 111 მგვტ.-ს, ხოლო რუსეთიდან – 14 მგვტ.-ს.

„ენგურჰესი“ ექსპლუატაციაში 1978 წელს შევიდა. მისი დადგმული სიმძლავრე 1300 მგვტ.-ია.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]