weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საბანკო და ფინანსურ სექტორში თამაშის ახალი წესები მკვიდრდება - ფინანსთა მინისტრი

15:40 შაბათი, 26 მაისი 2018

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, საბანკო და ფინანსურ სექტორში ახალი სამართლიანი თამაშის წესები მკვიდრდება.

„პირველი - ყველა გამსესხებელს, აეკრძალება დაგირავებული ნივთის გარდა, მოითხოვოს სხვა ქონება მომხმარებლისგან. მეორე - ლომბარდებს და გამსესხებლებს, ე.წ კერძო მევახშეებს, ეკრძალებათ ავტომობილებისა და უძრავი ქონების დალომბარდება; 50%-მდე მცირდება სესხის წლიური ეფექტური განაკვეთი, ნაცვლად დღეს არსებული 100%-ისა. მეოთხე - მოხდება დღეს არსებული უპასუხისმგებლო და არასამართლიანი ჯარიმების დარიცხვის სისტემის გაუქმება და ყველა გამსესხებელს აეკრძალება ჯარიმა დათვალოს სესხის საერთო მოცულობიდან. მეხუთე და ყველაზე მნიშვნელოვანი - ახალი, სამართლიანი თამაშის წესები ვრცელდება მთელ ფინანსურ სექტორზე, აქ იგულისხმება საბანკო სექტორი, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ლომბარდები და კერძო გამსესხებლები“, - აღნიშნა მამუკა ბახტაძემ.

მისივე თქმით, ლომბარდებს გონივრული ვადა მიეცემათ, რათა თავიანთი საქმიანობა დახვეწონ და განავითარონ, მოახდინონ ერთიანი პროგრამული უზრუნველყოფის შექმნა, სადაც აღრიცხული იქნება ყველა დაგირავებული ნივთი.

ფინანსთა მინისტრის ინფორმაციით, ცვლილებებთან დაკავშირებით მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, 29 მაისს, გაკეთდება პრეზენტაცია, სადაც საზოგადოება დეტალურად გაეცნობა ახალი საკანონმდებლო ინიციატივით გათვალისწინებულ პრინციპებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]