ეკონომიკური ფორუმი მიზნად ევროპულ ქვეყნებსა და მათ პარტნიორებს შორის დიალოგის დამატებითი პლატფორმის შექმნასა და საქმიან წევრებს შორის თანამშრომლობის განვითარებას ისახავს.
ფორუმი, რომელიც საქართველოს, სლოვაკეთისა და პოლონეთის პრეზიდენტებმა გახსნეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა. მას ათი ქვეყნის 300-მდე მთავრობის, სამოქალაქო და ბიზნეს სექტორის, ასევე მედიის წარმომადგენელი ესწრებოდა.