weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

საქართველოს რკინიგზამ „კრინიცას ეკონომიკურ ფორუმში“ მიიღო მონაწილეობა

14:11 ორშაბათი, 28 მაისი 2018

ღონისძიების ფარგლებში გამართულ ერთ-ერთ პანელურ დისკუსიაში, სახელწოდებით „საქართველო და სამხრეთ კავკასია - პერსპექტიული სატრანზიტო არეალი“ - ბიზნეს დელეგაციის კითხვებს კომპანიის სატვირთო გადაზიდვების დირექტორი, გურამ გურამიშვილი პასუხობდა. დისკუსიის მიმდინარეობისას, ახალი საერთაშორისო მარშრუტების გათვალისწინებით, კორიდორის მზაობა და განვითარების საკითხები განიხილეს.

ეკონომიკური ფორუმი მიზნად ევროპულ ქვეყნებსა და მათ პარტნიორებს შორის დიალოგის დამატებითი პლატფორმის შექმნასა და საქმიან წევრებს შორის თანამშრომლობის განვითარებას ისახავს.

ფორუმი, რომელიც საქართველოს, სლოვაკეთისა და პოლონეთის პრეზიდენტებმა გახსნეს, პრეზიდენტის ადმინისტრაციისა და სავაჭრო-სამრეწველო პალატის ორგანიზებით გაიმართა. მას ათი ქვეყნის 300-მდე მთავრობის, სამოქალაქო და ბიზნეს სექტორის, ასევე მედიის წარმომადგენელი ესწრებოდა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]