weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ

11:00 ოთხშაბათი, 30 მაისი 2018
ფოტო 2017 წლის ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსიდან ფოტო 2017 წლის ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსიდან

ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსზე 34 ღვინო ოქროს მედლით, 46 კი ვერცხლით დაჯილდოვდა. კონკურსზე 70 დიდი კომპანიის, ასევე მცირე და საშუალო საოჯახო მარნების 200-მდე ღვინის ნიმუში იყო წარდგენილი. ღვინოები ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარმა ჟიურიმ შეაფასა.

ოქროს მედლები მოიპოვა შემდეგმა ღვინოებმა: კახური ღვინის მარანი - რქაწითელი 2017; საგვარეულო მარანი - რქაწითელი 2017; ძველი ტრადიცია - ვინომი - ქისი 2017; გვინო-G Vino - ქისი 2017; შაქარაშვილის ტრადიციული ღვინოები - ქისი 2017; ვახტანგ ბერუაშვილის ოჯახური მარანი - ვახტანგური - ხიხვი ქვევრის 2017; ლექსოს მარანი - ქისი რქაწითელი 2017; ვახტანგ ბერუაშვილის ოჯახური მარანი - ვახტანგური - რქაწითელი, ქისი, მწვანე, ხიხვი ქვევრის 2017; მარანი სანავარდო - რქაწითელი 2016; გვინო-G Vino - რქაწითელი 2016; საგვარეულო მარანი - რქაწითელი 2016; ლექსოს მარანი - მწვანე 2016; თელიანი ველი - გლეხური - ქისი 2016; ლექსოს მარანი - 16 – 2016; შატო მუხრანი - ქვევრი 2016; შუხმან ვაინს ჯორჯია - ვინოტერა - მწვანე 2015; თბილღვინო - ქვევრის ქისი 2015; სტორი - რქაწითელი მწვანე 2015; მეღვინეობა ხარება - მონასტრის ქვევრის ღვინო - ცოლიკოური 2014; ქართული ღვინოები - ზანგაურა - რქაწითელი 2014; თელავის ღვინის მარანი - სატრაპეზო - რქაწითელი 2014; მეღვინეობა ხარება - მონასტრის ქვევრის ღვინო - რქაწითელი 2013; Albert Mathier et fils - Amphore Blanc 2013; ვაზი+ - ბინეხი - რქაწითელი ქვევრის 2012; კსჯ - Life - საფერავი 2017; ველინო - საფერავი 2017; კახური ღვინის მარანი - კაბერნე საფერავი 2017; თელიანი ველი - გლეხური - კისისხევის საფერავი ქვევრი 2016; ბატონო - ქვევრული - საფერავი 2016; მეღვინეობა ხარება - მონასტრის ქვევრის ღვინო - საფერავი 2015; სტორი - საფერავი 2015; კორპორაცია ქინძმარაული - დურუჯი ველი - საფერავი ქვევრი 2015; თელავის ღვინის მარანი - სატრაპეზო - საფერავი 2014; Albert Mathier et fils - Amphore Rouge 2012

ვერცხლის მედალოსანი ღვინოებია: გოგი ოტიაშვილის მარანი - ჩინური 2017; მარანი კასრელი - მცვივანი 2017; ლექსოს მარანი - მწვანე 2017; ქვევრის ღვინის მარანი - მწვანე ქვევრის 2017; დათო ჩიხლაძის მარანი - კახური მწვანე 2017; თამარი - მწვანე 2017; ვახტანგ ბერუაშვილის ოჯახური მარანი - ვახტანგური - რქაწითელი ქვევრის 2017; ველინო - რქაწითელი 2017; დავით მიხელიძის მარანი - ასადელი - რქაწითელი 2017; თამარი - რქაწითელი 2017; კახური ტრადიციული მეღვინეობა - ველისციხის ვერანდა - ქვევრის რქაწითელი 2017; დუგლაძეების ღვინის კომპანია - რქაწითელი 2017; დათო ჩიხლაძის მარანი - რქაწითელი 2017; Bolero & Company - დაისი - ქისი 2017; თამარი - ქისი 2017; ლექსოს მარანი - ჯანანურა 2017; ვახტანგ ბერუაშვილის ოჯახური მარანი - ვახტანგური - რქაწითელი მწვანე ქვევრის 2017; მარანი კასრელი - მცვივანი 2016; პეტრიაანთ მარანი - მწვანე კახური 2016; თელიანი ველი - გლეხური - რქაწითელი ქვევრი 2016; შალოშვილის მარანი - რქაწითელი 2016; აბდუშელაშვილის მარანი - რქაწითელი 2016; პეტრიაანთ მარანი - ქისი 2016; მარანი კასრელი - ქისი 2016; შატო ნეკრესი - ქისი ხიხვი 2016; სტორი - მწვანე  2015; ზურაბ კვირიაშვილის ვენახები - რქაწითელი 2015; მეღვინეობა ხარება - მონასტრის ქვევრის ღვინო - კრახუნა 2015; ავთანდილ ბედენაშვილის ღვინის საწარმო - წარაფი ქვევრი ლელა 2015; კორპორაცია ქინძმარაული - დურუჯი ველი - რქაწითელი ქვევრი 2015; ქართული ღვინოები - ზანგაურა - კახური 2015; ვაზი+ - ბინეხი - რქაწითელი ქვევრის 2015; თბილღვინო - რქაწითელი 2014; კორპორაცია ქინძარაული - დურუჯი ველი - მწვანე ქვევრი 2014; სტორი - რქაწითელი 2014; საგვარეულო მარანი - რქაწითელი 2013; ღვარძელაშვილის მარანი - ჟღია 2017; შატო ნეკრესი - საფერავი 2016; ვაზი+ - ბინეხი - საფერავი ქვევრის 2016; საგვარეულო მარანი - საფერავი 2016; ქვევრის ღვინის მარანი - საფერავი ქვევრის  2016; მეღვინეობა ხარება - მონასტრის ქვევრის ღვინო - ოჯალეში 2015; ზაქრო ვინო - საფერავი 2015; კარდენახის ღვინის ქარხანა # 1 - საფერავი გაუფილტრავი 2015; მეღვინეობა ჩელთი - ჩელთი ქვევრის საფერავი 2015; ვაზი+ - ბინეხი - კაბერნე ქვევრის 2014.

როგორც „რეგინფოს“ ქართული ღვინის ასოციაციაში უთხრეს, გამარჯვებულთა დაჯილდოება უახლოეს დღეებში გაიმართება.

ქვევრის ღვინის საერთაშორისო კონკურსი წელს საქართველოში მეორედ ჩატარდა. კონკურსში მონაწილეობა შეუძლიათ ქვევრის ღვინის მწარმოებლებს მსოფლიოს ნებისმიერი ქვეყნიდან და რეგიონიდან.

კონკურსის მხარდამჭერები არიან ასოციაცია „ქართული ღვინო“ და „ღვინის ეროვნული სააგენტო“. მისი მიზანი მსოფლიოსთვის საუკეთესო ქვევრის ღვინოების წარდგენა, ქვევრის ღვინის წარმოების, მოხმარების ხელშეწყობა და სხვადასხვა ქვეყანაში წარმოებული ქვევრის ღვინის ცნობადობის ამაღლებაა.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]