weather cur horoscope tv
დეკემბერი 23, 2024

23-26 აგვისტოს ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ფესტივალი გაიმართება

12:37 ოთხშაბათი, 06 ივნისი 2018
ფოტო: ტურიზმის ადმინისტრაცია ფოტო: ტურიზმის ადმინისტრაცია

Check in Georgia 2018-ის ფარგლებში, 23-26 აგვისტოს, ანაკლიაში ელექტრონული მუსიკის ახალი ფესტივალი „ANAKLIA ECHOWAVES“ („ანაკლიის ტალღების ექო“) გაიმართება. ფესტივალს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 4 160 000 ლარით დააფინანსებს, 2 002 360 ლარს კი შპს „ანაკლია ინთერთეინმენთ გრუპი“ გაიღებს.

ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, 4-დღიანი ფესტივალის მიზანი რეგიონის კულტურულ განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა და ტურისტულად მიმზიდველი პროექტის შექმნაა. მუსიკის გარდა, ფესტივალი მოიცავს სპორტულ- გამაჯანსაღებელ აქტივობებს, სხვადასხვა ტიპის სახელოვნებო თუ კულტურულ ღონისძიებებს, სოციალურ და საგანმანათლებლო პროექტებს მოიცავს.

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციი ხელმძღვანელის გიორგი ჩოგოვაძის თქმით, წელს პირველად ფესტივალში ჩაერთვება საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიცაზია „დროგარტი“, რომელიც ალკოჰოლიზმის და ნარკოდამოკიდებულის აღმოსაფხვრელად 1999 წლიდან მუშაობს.

„ფესტივალის პერიოდში პრევენციის მიზნით „დროგარტის“ წარმომადგენლები ახალგაზრდებს მიაწვდიან ობიექტურ ინფორმაციას ჯანმრთელობის, ნარკოტიკების მოხმარების მოსალოდნელ ზიანზე, ზედოზირებისა და პირადი უსაფრთხოების შესახებ, რათა მათ შეძლონ სწორი და ინფორმირებული არჩევანის გაკეთება“, - განაცხადა ჩოგოვაძემ.

მისივე თქმით, ანაკლიის საფესტივალო ტერიტორიაზე გაიხსნება ხუთი სცენა, სადაც მსოფლიო დონის 80 შემსრულებელი წარსდგება მსმენელის წინაშე.

„ANAKLIA ECHOWAVES“ ფესტივალის დადასტურებულ არტისტებს შორის არიან: Solomun, Juan Atkins, Dzijan Emin & GPO, Francesco Tristano & Guti live და სხვები. ტურიზმის ადმინისტრაციაში განაცხადეს, რომ მიმდინარეობს მოლაპარაკებები მსოფლიო სხვა მნიშვნელობის მქონე ლაივ-შემსრულებლებთან და დიჯეებთან, რომლებიც ფესტივალის სახელს უფრო სოლიდურს და მიმზიდველს გახდიან.

„პროექტ „ANAKLIA ECHOWAVES“ -ს განახორციელებს შპს „ანაკლია ინთერთეინმენთ გრუპი“ რომლის ხელმძღვანელია ბრანე კოსტადინოვი. ბრანე კოსტადინოვი არის EEMM ჯგუფის დამფუძნებელი, რომლის საქმიანობაც 2001 წელს დაიწყო და ამ დროისთვის მათ მსოფლიოს 25 ქვეყანაში 3000-ზე მეტი ღონისძიება აქვთ ჩატარებული, „ბუქინგის“ კუთხით, 700-ზე მეტ არტისტთან უთანამშრომლიათ. მათ შორის ისეთ არტისტებთან, როგორებიც არიან: Massive Attack, The Prodigy, Faithless, Fatboy Slim, Calvin Harris და სხვ.

ფესტივალი ევროპაში ერთ-ერთ საუკეთესო და პოპულარულ ფესტივალ EXIT-ის ქოლგის ქვეშ ჩატარდება. EXIT-ის ფესტივალი 2014 წლის „ევროპის საუკეთესო მთავარ ფესტივალად“ იქნა დასახელებული ევროპის ფესტივალების დაჯილდოების მიერ და გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის მიერ აღიარებულია როგორც დადებითი მუხტი ტურიზმის ინდუსტრიაში.

 

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]