weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ფრანგი ბიზნესმენი თბილისის აეროპორტთან 120-ნომრიან სასტუმროს ააშენებს

18:36 ოთხშაბათი, 06 ივნისი 2018

კომპანია „ფუჯინ სილქ ფროფერთისი“, რომლის მესაკუთრე 29 წლის ფრანგი ბიზნესმენი ჯონ დიამან ტეო დოდელანდია, თბილისის აეროპორტის ტერიტორიაზე 120-ნომრიან სასტუმროს ააშენებს. კომპანიამ 12 653 კვ.მ მიწის ნაკვეთი სახელმწიფოსგან 1 851 000 ლარად იყიდა.

მიწის პრივატიზების მიზნით ელექტრონული აუქციონი 2018 წლის 2 მაისიდან 31 მაისის 17:00 საათამდე მიმდინარეობდა, მასში მხოლოდ ერთი კომპანია - შპს „ფუჯინ სილქ ფროფერთისი“ მონაწილეობდა.

აუქციონის პირობების თანახმად, აეროპორტის ტერიტორიაზე სასტუმროს აშენება და მისი ფუნქციონირების დაწყება არაუგვიანეს 4 წლის ვადაში უნდა მოხდეს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „ფუჯინ სილქ ფროფერთისი“ აუქციონის დასრულებამდე 2 დღით ადრე - 2018 წლის 29 მაისს დარეგისტრირდა. კომპანიის 100 % წილის მესაკუთრე და დირექტორია საფრანგეთის მოქალაქე, 1988 წელს დაბადებული ჯონ დიამან ტეო დოდელანდი, რომელსაც საქართველოს მოქალაქეობაც აქვს მინიჭებული.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]